მოსამართლემ რომ 1 წუთის ნაცვლად 1 საათი იმსჯელა, უკვე ხეირია ჩვენთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 20 მაისი 2025, 21:13
მოსამართლემ რაც გააკეთა - ერთი წუთის ნაცვლად რომ ერთი საათი იმსჯელა, უკვე ხეირი და შედეგია ჩვენთვის. რომ გამოეტანა გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს შუამდგომლობას უპასუხებდა დადებითად, ნიშნავს, რომ ყველა წინმსწრები გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა წევრამ ნიკა გვარამიამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„არსებობს ორი ნორმა, რომელიც ადგენს ზუსტად ერთი და იგივე შინაარსით, ერთი და იგივე სათაურით, ოღონდ განსხვავებული სანქციებით - ერთი უფრო მსუბუქი სანქციითა და მსუბუქ ნორმატიულ ბაზაში ანუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ხოლო მეორე უფრო მძიმე სანქციითა და მძიმე ნორმატიულ ბაზაში ანუ სისხლის სამართლის პროცესით ერთი და იგივე შინაარსით ქმედების დასჯადობას. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთ დროს უნდა შეწყდეს სისხლის სამართლებრივი პროცედურები და თუ საერთოდ რამე დაიწყება, დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პროცედურები, მით უფრო, რომ ადმინისტრაციული სანქციის შემფარდებელი ამ ვითარებაში არის საკუთრივ კომისია და მისი თავმჯდომარე თეა წულუკიანი, რომელმაც, როგორც ცნობილმა ჯალათმა, გადაწყვიტა, რომ ყველაფერს გვერდი აუაროს და პირდაპირ სისხლის სამართლის წესით წარვდგეთ.

მოსამართლემ რაც გააკეთა - ერთი წუთის ნაცვლად რომ ერთი საათი იმსჯელა, უკვე ხეირი და შედეგია ჩვენთვის. რომ გამოეტანა გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს შუამდგომლობას უპასუხებდა დადებითად, ნიშნავს, რომ ყველა წინმსწრები გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო და ასევე, ნიკა მელიასა და ზურაბ ჯაფარიძის მიმართ გადაწყვეტილებებიც უნდა გაუქმებულიყო. ამის მოლოდინი ჩვენ არ გვქონია. უნდა გავაცნობიეროთ, მოსამართლემ რა თქვა - მან თქვა, რომ მე ვერ გამოვიტან ამ გადაწყვეტილებასო, მოდი, სხვა მოსამართლემ გამოიტანოსო. ის ვის გადაულოცავს, აღარ ვიცი, მაგრამ სანამ ის ვინმეს რამეს გადაულოცავს, მანამდე „ქართული ოცნება“ დასრულდება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ამაში ვართ სრულიად დარწმუნებული“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თბილისის მერიის ცნობით, გლდანში, სანდრო ახმეტელის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის გადაადგილების სქემა იცვლება
ირაკლი ქადაგიშვილი ნაჩო სანჩესის განცხადებაზე: საინფორმაციო აყალმაყალის მოწყობა უნდათ. უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ
რუსეთმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე შენახული ამერიკული საწვავის საკითხთან დაკავშირებით შუამავლობა სთხოვა
მამუკა ხაზარაძე ელენე ხოშტარიას - მზად ვარ შეხვედრისა და დიალოგისთვის, საუბარი უნდა შედგეს პრეზიდენტის პლატფორმაზე ოთხივე ბარიერგადალახული კოალიციის მონაწილეობით
საფრანგეთი უკრაინას დრონების წარმოებაში დაეხმარება
არქივი