პრემიერი: ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო არის „დიფ სთეითის“ ქვედანაყოფი, უცხოური აგენტურის წარმომადგენლობა, არავითარი ფასი არ აქვს მათ განცხადებებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
69 21 მაისი 2025, 13:41
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არსებობს, ეს არის „დიფ სთეითის“ ჩვეულებრივი ქვედანაყოფი, იმდენად აქვს დაკარგული ლიეტუვას სუვერენიტეტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისადმი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიტიკას შეეხებოდა.

მისივე თქმით, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ლიეტუვის ხელისუფლება ვერ შეარყევს მეგობრობას ქართველ და ლიეტუველ ხალხს შორის.

„ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არსებობს, ეს არის „დიფ სთეითის“ ჩვეულებრივი ქვედანაყოფი, იმდენად აქვს დაკარგული ლიეტუვას თავისი სუვერენიტეტი, რომ არავითარი დამოუკიდებელი ფასი არ აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს არავითარ განცხადებას. ეს არის „დიფ სთეითის“ ჩვეულებრივი ქვედანაყოფი, უცხოური აგენტურის მორიგი წარმომადგენლობა. აქედან გამომდინარე, ფასი არ აქვს ამ ყველაფერს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ლიეტუვის ხელისუფლება ვერ შეარყევს ტრადიციულ მეგობრობას ქართველ და ლიეტუველ ხალხს შორის,“- განაცხადა პრემიერმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პუტინი: მსოფლიო მესამე მსოფლიო ომისკენ მიდის და ეს შემაშფოთებელია
თორნიკე ჭეიშვილი „საფარის“ არქივის განადგურებაზე: ის ნარატივი, რომელიც ამ თემას მოჰყვა შესაბამისი ორგანიზაციებისა თუ რადიკალური ჯგუფების მხრიდან, შეიძლება, შეფასდეს როგორც ერთგვარი დეზინფორმაციის კამპანია
სუს-მა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავა
რატი იონათამიშვილი „საფარზე“: ჯერ დეზინფორმაციის კამპანია აწარმოეს და სცადეს, საზოგადოება მოეტყუებინათ, განსაკუთრებით, პერსონალური მონაცემების ნაწილში და შემდეგ დაიწყეს არქივების განადგურება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი მზად არის დიპლომატიისკენ დაბრუნება განიხილოს მას შემდეგ, რაც ისრაელის აგრესია შეჩერდება
არქივი