ვერავის მივცემთ საშუალებას, რომ შავი, გაუმჭვირვალე ფულით, საქართველოში მოგვიწყონ რევოლუციები, ამას ვერ მოაწყობენ, მაგრამ მცდელობაც უნდა იყოს წინასწარ აღკვეთილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 21 მაისი 2025, 13:56
ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ შავი ფულით, გაუმჭვირვალე ფულით, საქართველოში მოგვიწყონ რევოლუციები, ამას ვერ მოაწყობენ, მაგრამ მცდელობაც უნდა იყოს წინასწარ აღკვეთილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამჭვირვალობა არ არის დისკრედიტაცია.

„რაც შეეხება თავად კანონის შეფასებას, თავის დროზე აბსოლუტურად ყალბი განცხადებები კეთდებოდა იმასთან დაკავშირებით, თითქოს დასავლეთიდან არაფერი ცუდი არ შეიძლება, რომ წამოვიდეს დაფინანსების სახით. ამ დროს, თავად დასავლეთმა აღიარა, რომ USAID, NED, EED და სხვა ფონდები, გამოიყენებოდა რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად. ტრამპის ადმინისტრაციამ თქვა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციებისთვის გამოიყენებოდა, ამის შემდეგ გახსოვთ, ილიონ მასკმა გაავრცელა ვიდეო, სადაც საქართველოს მაგალითიც იყო მოყვანილი ამ კონტექსტში, რომ USAID და NED ხელს უწყობდნენ სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციების მოწყობას.

ისედაც ხომ ყველამ ვიცით, რომ საქართველოში გვქონდა რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა გასული 4 წლის განმავლობაში, ამაში პირდაპირ იყო ჩართული USAID, NED, ამერიკის ყოფილი ელჩი შესაბამისად, ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ შავი ფულით, გაუმჭვირვალე ფულით, საქართველოში მოგვიწყონ რევოლუციები, ამას ვერ მოაწყობენ, მაგრამ მცდელობაც უნდა იყოს წინასწარ აღკვეთილი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის საელჩო - ყველა პირი, რომელსაც F, M ან J არასაიმიგრაციო ვიზებზე შეაქვს განაცხადი, ვალდებულია, შეცვალოს სოციალური ქსელების კონფიდენციალურობის პარამეტრები და გახადოს საჯარო
„ქართული ოცნება“ - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მორიგ ჯერზე ცდილობს სპეკულაციური განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიცრუის ტირაჟირებას
გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული შოთა ქარუმიძე აცხადებს, რომ ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში 30 000 დოლარის სანაცვლოდ დაეხმარა
ნინო ბურჭულაძე - ,,ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი ტყის საფარისგან სრულად გაწმენდილია"
შსს-ს ცნობით, პოლიციამ საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
არქივი