კახა კალაძე ოპოზიციაზე: როგორ შეიძლება პოლიტიკურ პარტიას, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, არჩევნებში გამარჯვების რაიმე შანსი ჰქონდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 21 მაისი 2025, 13:59
თბილისის მერმა მედიასთან მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის საკითხზე ისაუბრა.

კახა კალაძის განმარტებით, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტია რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ოპოზიცია არჩევნებში მარცხისთვისაა განწირული.

„არ აქვს მნიშვნელობა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, რას უბრძანებენ, როგორ უნდა მოიქცნენ, ისინი მარცხისთვის არიან განწირულები, არანაირი შანსი არ აქვთ. როგორ შეიძლება, პოლიტიკურ პარტიას, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება არჩევნებში გამარჯვების რაიმე შანსი ჰქონდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, მმართველ გუნდს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს.

„მზადება დიდი ხანია დაწყებული გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, ცხადია, არსებობს გამოწვევები. შესაბამისად, ყველა რეგიონში, მუნიციპალიტეტში, დედაქალაქში მოსახლეობას უნდა შევხვდეთ და ვუთხრათ, რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესები გაიმართება
ვატო შაქარიშვილი: აშშ-ში თუ ვინმე თავს დაესხმება პოლიციელს, ძაღლებს დააკბენინებენ, მოკლავენ და შემდეგ ახლობლებს შეატყობინებენ სად მიაკითხონ გვამებს. რატომღაც ვერ ვხედავთ ევროკავშირის რეზოლუციებს, კონგრესის და სენატის შეშფოთებებს
ვატო შაქარიშვილი: რეზოლუციის მხარდაჭერით თითოეული ევროპარლამენტარი ხდება სასტიკი დანაშაულების თანამონაწილე და „კოლექტიური როინ შამათავა“, რომელიც იყო ჯალათი და დავალების აღმსრულებელი
არჩილ გორდულაძე თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: როდესაც ადამიანი აგენტია, აგენტს არაფერს ეკითხებიან, აგენტს დავალებას აძლევენ
ვოლოდიმირ ზელენსკი: სასურველია, უკრაინაში ომი დონალდ ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში დასრულდეს
არქივი