ზონდერებსა და ბიზნეს - რეკეტიორ პერსონებზე არანაკლებ დამნაშავეები, ის ე.წ. ჟურნალისტები არიან, ვინც სააკაშვილის სისტემას ასულდგმულებდნენ და ახლა, თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიის სახელით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 21 მაისი 2025, 15:28
„სააკაშვილის რეჟიმს, საკუთარი ბიუროკრატიისა და მოძალადე "ზონდერების" გარდა, ორი პროფესიის ადამიანები ეხმარებოდნენ და დიდ წილად, ისინი უფრო განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ, მოძალადე სისტემის ჩამოყალიბებაში, ვიდრე  ნაც-პარტიული ნომენკლატურა“- წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.  

ექსპერტის თქმით,  ე.წ. ჟურნალისტებში ის ჟურნალისტები იგულისხმება, რომლებიც სააკაშვილის სისტემას ასულდგმულებდნენ და ახლა, თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიის სახელით, სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოდიან. 

„სააკაშვილის რეჟიმს, საკუთარი ბიუროკრატიისა და მოძალადე "ზონდერების" გარდა, ორი პროფესიის ადამიანები ეხმარებოდნენ და დიდ წილად, ისინი უფრო განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ, მოძალადე სისტემის ჩამოყალიბებაში, ვიდრე  ნაც-პარტიული ნომენკლატურა.

ერთი იყო ბიზნესმენების პრივილეგირებული კასტა, ( ხაზარაძე-ჯაფარიძეები,  ჭყონიები,  ჭუტები და ძმანი მისნი) რომლებიც ფინანსური უზრუნველყოფითა და მაქინაციებით ასულდგმულებდნენ სააკაშვილის რეჟიმს და მეორე - ე.წ. ჟურნალისტები, რომლებიც ძირითადად, რუსთავი 2 -ის პარტიული ტელევიზიის პროდუქტი იყო.
აბსოლუტურად "აპრავებდნენ" სააკაშვილის რეჟიმს და ყველაფერს ცდილობდნენ, რომ  ლეღვის ფოთლის ფუნქცია შეესრულებინათ, ფსევდო-ჟურნალისტიკის სახელით.

ასე რომ - ზონდერებსა და ბიზნეს-რეკეტიორ პერსონებზე არანაკლებ დამნაშავეები, ის ე.წ. ჟურნალისტები არიან, ვინც სააკაშვილის სისტემას ასულდგმულებდნენ და ახლა, თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიის სახელით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ, ისევ სააკაშვილის წიაღში, რადგან დიდი ვალი აქვთ, მიშას ფავორიტობის გამო და ვალებს დაბრუნება უნდა!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: თემა აღარ აქვთ და ახალი „ფეიკი“ გამოაცხვეს, თითქოს მიშა მესხი კულტურის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა
ნინო ფოჩხუა: მიშა მესხი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე იყო მიწვეული, წამსვე ფეიკს ფეიკზე უგონებენ - ეს ხომ ერთდღიანი ტყუილია, რომლის შემოწმებასაც წუთიც არ სჭირდება
დავით ქართველიშვილი ისრაელ-ირანის ომზე: ძალიან სახიფათოა, როდესაც ვინმე რომელიმე პოზიციას ეთანხმება და ცალსახად მოუწოდებს ხელისუფლებას ამა თუ იმ ქვეყნის მხარდაჭერისაკენ
ვატო შაქარიშვილი: ინფორმირებულობა და სიმართლის ცოდნა „დიფ სთეითზე“, ოლიგარქიულ ოჯახებზე იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამცავი ფარი ქართული სახელმწიფოსთვის
ბრიუსელის გადაწყვეტილებების მოტივატორია ის, რომ საქართველო ევრობიუროკრატიას და „ევროსაბჭოთა კავშირს“ ხელიდან გაუსხლტა ისე, როგორც ამას აკეთებდა ყველა იმპერიასთან მიმართებით
არქივი