Reuters: ესპანეთში იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი მოკლეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 21 მაისი 2025, 15:33
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მრჩეველი, ანდრეი პორტნოვი მოკლეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მკვლელობა მადრიდის მდიდარი ადამიანებით დასახლებულ გარეუბანში, სკოლასთან მოხდა. პორტნოვს რამდენიმე შეიარაღებული ადამიანი მიუახლოვდა, ცეცხლი გაუხსნა და მიიმალა.

საქმეს ესპანური პოლიცია იძიებს.

Reuters-ის ინფორმაციით, პორტნოვი იანუკოვიჩის მრჩეველი იყო, თუმცა ის 2014 წლის ევრომაიდნის შედეგად თანამდებობიდან გადადგა. 2022 წლამდე პორტნოვი უკრაინაში ცხოვრობდა, ხოლო შემდეგ საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლ ფაშინიანი - ერდოღანთან განვიხილეთ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, რეგიონული მოვლენები, სომხეთი რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის დამყარების ერთგული რჩება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
თეირანსა და ყუმის პროვინციაში, სადაც გამაგრებული ბირთვული ობიექტი „ფორდო“ მდებარეობს, 5.22 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
დავით ქართველიშვილი ისრაელ-ირანის კონფლიქტზე: კონფლიქტი დამთავრდება ზავით და სხვადასხვა ქვეყნის სახელისუფლებო შტოებიდან გარკვეული „ელიტების“ ჩამოშორებით
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანთან დაკავშირებულ ხუთ ფიზიკურ და 20 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა
არქივი