რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება წარმოდგენილი ჩვენს პოლიტიკურ ველზე, ქართულ პოლიტიკურ ველზე, მით უკეთესი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 21 მაისი 2025, 17:40
რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება წარმოდგენილი ჩვენს პოლიტიკურ ველზე, ქართულ პოლიტიკურ ველზე, მით უკეთესი, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, ეს ხელს შეუწყობს პოლიტიკური ველის გაჯანსაღებას.

„საპარლამენტო არჩევნების შემდეგი ქმედებები, მანდატების დათმობიდან საზოგადოებაზე კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენეჯერ შეურაცხყოფის მიყენებით, ვფიქრობთ მინიმუმ ის ამომრჩეველი, რომელიც დარჩენილი ჰყავდა „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, ისიც განახევრებულია“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ოპოზიცია საერთო გეგმაზე ვერ ჩამოყალიბდა. საკითხზე დაპირისპირებაა. არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება გახარიას პარტია. ფარულად ემზადება „ლელო“. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გვარამია-მელიას ახალში კი ირწმუნებიან, რომ ბოიკოტში რჩებიან. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია გარედან მიღებული დავალების შესაბამისად იმოქმედებს, თუმცა „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მმართველი გუნდი, არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგებს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
23 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით სამ საკითხზე იმსჯელებენ: დეზინფორმაცია ევროკავშირის წინააღმდეგ, სანქციების შემოღების შესაძლებლობა და უვიზო მიმოსვლის საკითხი
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს არ აქვს მტკიცებულება, რომ ბირთვული იარაღის შექმნის ირანული პროგრამა აქტიურია
გიორგი სოსიაშვილი მიქაუტაძის დაკავებაზე: ნებისმიერი ადამიანი, მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი, არის თანასწორუფლებიანი კანონის წინაშე
ევროპის ქვეყნებში თუკი საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდება ადამიანი და დაუმორჩილებლობას გამოუცხადებს, იქ უნდა დაისაჯოს და ჩვენთან, საქართველოში, თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავია
ყველა იმ ადამიანმა, ვინც უარი თქვა საკანონმდებლო ორგანოში და საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადებაზე, თვითონ აირჩია კანონისადმი უპატივცემულობა და შესაბამისად, თვითონ განსაზღვრეს, რომ მიეღოთ შესაბამისი სასჯელი
არქივი