მარკო რუბიომ თავი შეიკავა პირდაპირი პასუხისგან კითხვაზე, მიაჩნია თუ არა პუტინი ომის დამნაშავედ და აღნიშნა, რომ ახლა მთავარი ამოცანა ომის დასრულებაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 21 მაისი 2025, 20:37

დიახ, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, – ასე უპასუხა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენაზე მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სენატორ კიტინგის მიერ დასმულ კითხვას: „არის თუ არა რუსეთი აგრესორი უკრაინის ომში?“

კერძოდ, სენატორმა აღნიშნა: „ამ საკითხში სიცხადის შეტანა მნიშვნელოვანია, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ დაიწყო ეს ომი, ჩვენს მოკავშირეებს აქვთ უფლება, იცოდნენ ეს“.

„დიახ, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში“, – განაცხადა რუბიომ. „ანუ ისინი არიან აგრესორები ამ ომში, სწორია?“ – დააზუსტა კითხვა სენატორმა კიტინგმა.

„ისინი შეიჭრნენ იქ, დიახ“, – უპასუხა რუბიომ.

სენატორს ასევე სურდა დაზუსტება, მიაჩნია თუ არა მარკო რუბიოს ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავედ და აწარმოებს თუ არა აშშ მოლაპარაკებას სამხედრო დამნაშავესთან, თუმცა რუბიომ კითხვაზე პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ახლა მათი მთავარი ამოცანა ომის დასრულებაა.

აღნიშნულმა სენატორსა და სახელმწიფო მდივანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია. მარკო რუბიოს თქმით, ამ ომში სამხედრო დანაშაულები მოხდა და მათი გამოძიება და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა მოხდება, თუმცა რადგან ომი გრძელდება, სამხედრო დანაშაულები კიდევ ხდება და ხალხიც ყოველდღიურად იღუპება. სენატორმა რუბიოს შეახსენა, რომ წლების წინ, როდესაც სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი, რექს ტილერსონი იმყოფებოდა მოსმენაზე და თავად რუბიო კონგრესმენის რანგში კითხვებს უსვამდა მას, იმ დროს რუბიო პუტინს სამხედრო დამნაშავედ მიიჩნევდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ელენე ხოშტარია მამუკა ხაზარაძეს - რადგან დისკუსია გახსნილია, დიდი პატივისცემით და პარტნიორული სულისკვეთებით გთავაზობთ, დავსხდეთ, ვიმსჯელოთ პირდაპირ ეთერში, რომელშიც გინდათ, როცა გინდათ
მამუკა ხაზარაძე - გახსოვთ, გაიფიცა მცირე და საშუალო ბიზნესი, ისევე როგორც ორჯერ შევიკრიბეთ „ალტერნატიული პარლამენტის“ ფორმატში, მაგრამ ორივე მოკვდა, ვიღაც უშლის ამას ხელს, ყველაფერი ბიძინას კი არ უნდა დააბრალო
თამარ ჩერგოლეიშვილი - მამუკა ხაზარაძეს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის მიღება სურს
დონალდ ტრამპი - ილონ მასკს სრულიად აქვს გონება დაკარგული
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მაისის თვეში სამართალდარღვევის 86 ფაქტი გამოავლინეს
არქივი