მარკო რუბიომ აზერბაიჯანზე დასმულ კითხვას უპასუხა - შესაძლოა, არ ვეთანხმებოდეთ ქვეყნების მმართველობის სისტემას, მაგრამ უნდა გვქონდეს ურთიერთობა ამ ქვეყნებთან ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 22 მაისი 2025, 00:45

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, შესაძლოა, ისინი არ ეთანხმებოდნენ ქვეყნების მმართველობის სისტემას, მაგრამ მათ უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა ამ ქვეყნებთან ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

ამის შესახებ მარკო რუბიომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რუბიოს ჰკითხეს, რას ფიქრობდა აზერბაიჯანში ადამიანთა უფლებებების მდგომარეობის გაუარესების შესახებ.

„შესაძლოა, არ ვეთანხმებოდეთ მმართველობის სისტემას. შესაძლოა, გვსურდეს, რომ ის განსხვავებული იყოს, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ჩვენ უნდა ვიქონიოთ ურთიერთობა ქვეყნებთან, რომლებსაც შესაძლოა, არ ჰქონდეთ იდეალური მოდელები, მაგრამ ჩვენ უნდა ვიურთიერთოთ მათთან ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და უნდა დავაბალანსოთ ყველა ეს საკითხი ერთად, ჩვენი ეროვნული ინტერესები და დიპლომატია და იმ შესაძლებლობების მოძიება, რომლებიც ხელს შეუწყობს ისეთი ინტერესების წინ წაწევას, როგორიცაა ადამიანის უფლებები. და აზერბაიჯანი გვაძლევს ამის გაკეთების შესაძლებლობას იმ უფრო ფართო მშვიდობის კონტექსტში, რომლის დამყარებასაც ვცდილობთ“, – აღნიშა რუბიომ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერ-მინისტრი აშშ-სა და უნგრეთში ახლად დანიშნულ ელჩებს და ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
ნეთანიაჰუს განცხადებით, მათი მიზანი ირანში არა რეჟიმის შეცვლა, არამედ ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეების შეჩერებაა
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე დააკავეს
მამუკა ხაზარაძე - გუშინ ახალი ბრალდებით დამიბარეს ე.წ. კომისიაზე, თურმე სამშობლოს წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამოძიების საბაბით - დღეს ჩემი და ბადრის სასამართლოა. უკვე ხუთი წელია, მიმდინარეობს ჩვენი დევნა
არქივი