ზაალ ანჯაფარიძე მარკო რუბიოს განცხადებაზე: გამოდის, რომ აშშ-თვის არავითარი მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყნის ხალხის დემოკრატიულ არჩევანს, ესაა სწორედ ამერიკული Deep State მიდგომა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
28 22 მაისი 2025, 10:39

კომიკური კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც მისი სტატუსი ფულის საჭრელ დაზგად აქცია, ალბათ რაღაც მაყუთს მოღუნავდა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთვის საქართველოზე დასმულ პროვოკაციულ კითხვაში, რომელიც ფართო განსჯის თემა გახდა და რუბიოს პასუხის უამრავი გადმოქართულებული ვერსია ვიხილეთ, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, სახელმწიფო მდივნის განცხადების თანახმად, გამოდის, რომ აშშ-თვის მნიშვნელობა არ კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობის მიერ გაკეთებულ დემოკრატიულ არჩევანს.

„კომიკური კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც მისი სტატუსი ფულის საჭრელ დაზგად აქცია, ალბათ რაღაც მაყუთს მოღუნავდა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთვის საქართველოზე დასმულ პროვოკაციულ კითხვაში, რომელიც ფართო განსჯის თემა გახდა და რუბიოს პასუხის უამრავი გადმოქართულებული ვერსია ვიხილეთ.

სხვებისგან განსხვავებით, არ ვაპირებ რუბიოსთვის, რომ იტყვიან, ნამუსის მოწმენდას. მისი განცხადებით, თუ აშშ-თვის მნიშვნელოვან რომელიმე ქვეყანაში ანტიამერიკული მთავრობაა, აშშ შესაბამის ქმედებებს განახორციელებს, რათა ამ მთავრობას ფასის გადახდა მოუწიოს. გამოდის რომ აშშ-თვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამ ქვეყნის ხალხის დემოკრატიულ არჩევანს. ესაა სწორედ ამერიკული Deep State მიდგომა

NB. დააკვირდით, ჯო უილსონი იშველიებს ადგილობრივი ენჯეოს "„რონდელის ფონდის“ კვლევას, იმის დასადასტურებლად რომ საქართველო ჩინეთის ზეგავლენის ქვეშ არის. „რონდელის ფონდი“ მთლიანად გარე დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციაა, სადაც თავშესაფარი პოვეს „ნაცმოძრაობის“ მაღალჩინოსნებმა“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესები გაიმართება
ვატო შაქარიშვილი: აშშ-ში თუ ვინმე თავს დაესხმება პოლიციელს, ძაღლებს დააკბენინებენ, მოკლავენ და შემდეგ ახლობლებს შეატყობინებენ სად მიაკითხონ გვამებს. რატომღაც ვერ ვხედავთ ევროკავშირის რეზოლუციებს, კონგრესის და სენატის შეშფოთებებს
ვატო შაქარიშვილი: რეზოლუციის მხარდაჭერით თითოეული ევროპარლამენტარი ხდება სასტიკი დანაშაულების თანამონაწილე და „კოლექტიური როინ შამათავა“, რომელიც იყო ჯალათი და დავალების აღმსრულებელი
არჩილ გორდულაძე თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: როდესაც ადამიანი აგენტია, აგენტს არაფერს ეკითხებიან, აგენტს დავალებას აძლევენ
ვოლოდიმირ ზელენსკი: სასურველია, უკრაინაში ომი დონალდ ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში დასრულდეს
არქივი