საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე გაემგზავრა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
27 22 მაისი 2025, 11:34

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. 22-26 მაისს, ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია ჩატარდება.

„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საპარლამენტო პლატფორმაა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოს პოზიციის წარმოსაჩენად", - განაცხადა მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ.

საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგის თანახმად, გლობალური და რეგიონული მნიშვნელობის მქონე უსაფრთხოების საკითხები განიხილება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შავი ზღვის რეგიონს და უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიას. სესიის ფარგლებში, დეპუტატები ასევე იმსჯელებენ დემოკრატიული მედეგობის გაძლიერების გზებზე და განიხილავენ ბალკანეთის რეგიონში დეიტონის სამშვიდობო ხელშეკრულების 30 წლისთავზე მიღწეულ პროგრესს.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლ ფაშინიანი - ერდოღანთან განვიხილეთ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, რეგიონული მოვლენები, სომხეთი რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის დამყარების ერთგული რჩება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
თეირანსა და ყუმის პროვინციაში, სადაც გამაგრებული ბირთვული ობიექტი „ფორდო“ მდებარეობს, 5.22 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
დავით ქართველიშვილი ისრაელ-ირანის კონფლიქტზე: კონფლიქტი დამთავრდება ზავით და სხვადასხვა ქვეყნის სახელისუფლებო შტოებიდან გარკვეული „ელიტების“ ჩამოშორებით
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანთან დაკავშირებულ ხუთ ფიზიკურ და 20 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა
არქივი