მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს არაერთხელ გაუკეთებია, რაც სრულად არის აშშ-ის ინტერესებში, მათ შორის ისეთ ადგილებში, სადაც ჩვენ არ გვქონდა ეროვნული ინტერესები და ჩვენი ინტერესი იყო მხოლოდ ის, რომ გვერდით ვედექით ამერიკულ ინტერესებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
21 22 მაისი 2025, 15:28

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე „ქრონიკასთან“ ისაუბრა. მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ დგას ამერიკის ინტერესების გვერდით.

„საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ათწლეულებია, აქვთ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობა. საქართველოს არაერთხელ დაუმტკიცებია და გაუკეთებია ისეთი რამ, რაც სრულად არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში, მათ შორის ისეთ ადგილებში, სადაც ჩვენ საერთოდ არ გვქონდა ეროვნული ინტერესები და ჩვენი ეროვნული ინტერესი იყო მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ გვერდით ვედექით ამერიკის ეროვნულ ინტერესებს, ამერიკულ ინტერესებს სხვადასხვა რეგიონში, როდესაც მაგალითად, ნატოსთან ერთად იყვნენ საქართველოს სამხედროები იყვნენ წარმოდგენილი სხვადასხვა ოპერაციასა და მისიაში”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს ომთან და მშვიდობასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიციებს.

„ზუსტად საერთაშორისო არენაზე, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა ის პოზიციები, რა პოზიციებიც ჰქონდათ ომთან და მშვიდობასთან დაკავშირებით, საქართველო იყო პირველი და იმ მომენტში ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც უპირობოდ დაუჭირა მხარი ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციებს. იმიტომ, რომ ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესთანაც არის თანხვედრაში - ბუნებრივია, ჩვენ ვართ მშვიდობის მხარეს, ჩვენ გვსურს ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში მშვიდობა”, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ელენე ხოშტარია მამუკა ხაზარაძეს - რადგან დისკუსია გახსნილია, დიდი პატივისცემით და პარტნიორული სულისკვეთებით გთავაზობთ, დავსხდეთ, ვიმსჯელოთ პირდაპირ ეთერში, რომელშიც გინდათ, როცა გინდათ
მამუკა ხაზარაძე - გახსოვთ, გაიფიცა მცირე და საშუალო ბიზნესი, ისევე როგორც ორჯერ შევიკრიბეთ „ალტერნატიული პარლამენტის“ ფორმატში, მაგრამ ორივე მოკვდა, ვიღაც უშლის ამას ხელს, ყველაფერი ბიძინას კი არ უნდა დააბრალო
თამარ ჩერგოლეიშვილი - მამუკა ხაზარაძეს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის მიღება სურს
დონალდ ტრამპი - ილონ მასკს სრულიად აქვს გონება დაკარგული
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მაისის თვეში სამართალდარღვევის 86 ფაქტი გამოავლინეს
არქივი