რუსუდან შარაძის განცხადებით, მეგის ქარდავამ თავისთან დაიბარა მისი მარჯვენა ხელი გურიკა ქადარია და მას გურამ შარაძის მკვლელობისთვის ორი ადამიანის თბილისში ჩაყვანა დაავალა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 22 მაისი 2025, 15:44

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ქართველი ფილოლოგის და პოლიტიკოსის, გურამ შარაძის მკვლელობის საქმე განიხილება, კომისიის წევრები მის შვილს, რუსუდან შარაძეს უსმენენ.

რუსუდან შარაძის განცხადებით, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეოს სამმართველოს უფროსის მოადგილემ მეგის ქარდავამ თავისთან დაიბარა მისი მარჯვენა ხელი გურიკა ქადარია და მას გურამ შარაძის მკვლელობისთვის ორი ადამიანის თბილისში ჩაყვანა დაავალა.

რუსუდან შარაძის თქმით, გურიკა ქადარია, მეგის ქარდავას მარჯვენა ხელი იყო. მისი ნდობით აღჭურვილი პირი, ხოლო მისი უშუალო უფროსები იყვნენ თენგიზ გუნავა და მეგის ქარდავა.

რუსუდან შარაძემ სხდომაზე წაიკითხა პოლიციელ გურიკა ქადარიას ჩვენება, სადაც ის დეტალურად იხსენებს ისტორიის დეტალებს: „2007 წლის მაისის თვეში მეგის ქარდავამ დამიბარა თავის კაბინეტში სადაც იყო მარტო და მითხრა, რომ უფროსების დავალება იყო შესასრულებელი. თუ ვის გულისხმობდა უფროსებში ჩემთვის არ განუმარტავს. ასევე მკითხა გაგონილი მქონდა თუ არა გურამ შარაძის სახელი და გვარი, რაზედაც მე ვუპასუხე რომ ასეთ პიროვნებას არ ვიცნობდი, სულ „ტუპიაკი“ მეძახა, ამის შემდეგ განმიმარტა, რომ ფიზიკურად მოსაშორებელი იყო გურამ შარაძე. ამის შემდეგ მე მომცა დავალება, კერძოდ აღნიშნული საქმის შესასრულებლად, ქალაქ თბილისში უნდა ჩამომეყვანა ორი პიროვნება, რის შემდეგაც ჩვენ დაგვიკავშირდებოდა მეტსახელად „მასტერა“ [გიორგი დგებუაძე], ფიზიკურად არ ვიცნობდი ვიცოდი რომ მუშაობდა პოლიციაში. მეგის ქარდავამ დამისახელა იმ ორი პიროვნების სახელი და გვარი ვინც უნდა ჩამეყვანა ქალაქ თბილისში და მოეკლათ გურამ შარაძე. ესენი იყვნენ: გია ფაჩულია და მეტსახელად „ჯგერე“ [თემურ ჯგერენაია]. ორივე მათგანი მუშაობდა სპეცდანიშნულების რაზმში. მეგის ქარდავამ კატეგორიულად გამაფრთხილა არავისთვის არაფერი მეთქვა და დამემუქრა ოჯახის წევრების მისამართით. მეორე დღეს პრემიის სახით 5 000 ლარი გადმომცა მეგის ქარდავამ, მე გაოგნებული დავრჩი თუ რატომ მომცა ამხელა თანხა. როდესაც გავერკვიე, რომ საშინელი ტრაგედიის მონაწილე ვხდებოდი მე-2 თუ მე-3 დღეს შევედი მეგის ქარდავასთან და ვუთხარი, რომ ვიყავი ცუდად და აღნიშნულ დავალებას ვერ შევასრულებდი. ქარდავამ დამიწყო გინება და ოჯახის წევრების დაჭერით დამემუქრა. ერთ კვირაში ტელევიზიით გავიგე რომ მოკლეს გურამ შარაძე. ამ ინციდენტის შემდეგ ჩემსა და მეგის ქარდავას შორის დაიძაბა ურთიერთობა“, - კითხულობს რუსუდან შარაძე.

რუსუდან შარაძის განცხადებით, გურიკა ქადარიას დავალების მიცემის შემდეგ პრემიის სახით 5 000 ლარი და ჯილდოდ კოხტა კოდუამ ცეცხლსასროლი იარაღი გადასცა, რომლის უკანონო ტარებისთვისაც შემდეგ დააპატიმრეს.

„ამ კაცის ერთგულებაში ეჭვი შეიტანს, რადგან არ შეასრულა დავალება, ჯერ იმ წუთას დაიჭირეს, მერე თენგიზ გუნავამ თავის კაბინეტში ათრია, საკუთარ ბიძაზე უთხრა, რომ ნარკოტიკი ჩაედო და დაეჭირა. ამაზე საერთოდ უარზე წავიდა.

5 000 ლარი კოხტა კოდუას ბიძამ გადასცა მას პირადად. კალაშნიკოვის ცეცხლსასროლი იარაღი ჯილდოდ გადასცა თავად კოხტა კოდუამ ჩემს ოქროს მოწმეს. ეს დავალება რომ მისცეს, სანამ შეუვარდნენ სახლში სასტიკად სცემეს, ამოიღეს კოხტა კოდუას მიერ მიცემული იარაღი, თავისივე მიცემული იარაღის უკანონო შენახვისთვის დააპატიმრეს, ის 5 000 ლარიც წაართვეს და წლები ძალიან ცუდ ვითარებაში ჰყავდათ“,- განაცხადა რუსუდან შარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთში ჩავიდა
სტამბოლის შეთანხმების ფარგლებში, უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა
ბადრი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება
„ქართული ოცნება“: საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ივანიშვილმა, ქონებრივი დეკლარაცია 2024 წლის 4 ოქტომბერს შეავსო - კანონში არსებული დათქმებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა” სიცრუეს ავრცელებს
შალვა პაპუაშვილი: ის, რომ 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი განხორციელდა, ხუთი წლის თავზე, სტრასბურგის სასამართლომ, მის გადაწყვეტილებაში, საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სრულად დაადასტურა
არქივი