შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 22 მაისი 2025, 17:37

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული თ.ჩ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 მაისს ქუთაისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობელს - 1970 წელს დაბადებულ ი.ხ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული თ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციის მიერ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანტონიუ გუტერეში - ირან-ისრაელის კონფლიქტის გაფართოებამ შესაძლოა, გააჩაღოს ცეცხლი, რომლის გაკონტროლებასაც ვეღარავინ შეძლებს
საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ირანის ბუშერის ქარხანაზე დარტყმამ, შესაძლოა, რეგიონული კატასტროფა გამოიწვიოს
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი არ მიისწრაფვის უკრაინის მხრიდან კაპიტულაციისკენ
სახალხო დამცველი - მივესალმებით განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის საგამონაკლისო წესის კანონმდებლობაში ასახვასთან დაკავშირებით
მამუკა ხაზარაძის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 23 ივნისს გამოაცხადებს
არქივი