მიხეილ სააკაშვილი - მიუხედავად ისტერიული ინფორმაციული პროვოკაციებისა, სწორ პოზიციაზე დგომისთვის ძალიან მნიშვნელოვანია 26 მაისს ვიყოთ ბევრი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 22 მაისი 2025, 18:13

მიუხედავად ისტერიული ინფორმაციული პროვოკაციებისა, სწორ პოზიციაზე დგომისთვის ძალიან მნიშვნელოვანია 26 მაისს ვიყოთ ბევრი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც სააკაშვილი წერს, საქართველოს დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშაა და ყველა უნდა დადგეს მის სადარაჯოზე.

„აპელაციაში ჩემი საქმის საჯარო განხილვაზე უარის თქმა ყველანაირი სამართლებრივი ნორმის დარღვევით ემსახურება ჩემს შემდგომ იზოლაციას. კლეპტოკრატიულ დიქტატურას ეშინია ჩემი საჯარო გამოჩენის. ადრე ხმას ახშობდნენ და გამოსახულებას ამახინჯებდნენ, ჩართვას ბევრჯერ წყვეტდნენ. ბოლო ხანებში საერთოდ ბოლომდე საინფორმაციო სივრცის გარეშე დამტოვეს. რამდენიმე დღის წინ „სასამართლომ“ უარი თქვა ჩემს ჩართვაზე და ახლა სააპელაციო ინსტანციამ საერთოდ უარი თქვა პროცესის ჩატარებაზე, რათა არ გამოვჩნდე. რაც მეტს აკეთებენ ამას, მით მეტი ხალხი მიჭერს მხარს. ინფორმაცია ამაზე ჩემამდე მაინც აღწევს და ხალხის უზომოდ მადლობელი ვარ კეთილი სურვილებისთვის.

მიუხედავად ისტერიული ინფორმაციული პროვოკაციებისა, სწორ პოზიციაზე დგომისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, 26 მაისს ვიყოთ ბევრი. 26-ში საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ – საქართველოს დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშაა და ყველანი უნდა დავდგეთ მის სადარაჯოზე!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მას ირანის ბირთვული ობიექტების გარშემო ვითარება აწუხებს
ვლადიმერ პუტინი - რუსი და უკრაინელი ხალხები რეალურად ერთი ერია, ამ თვალსაზრისით, მთელი უკრაინა ჩვენია, იქ, სადაც რუსი სამხედროს ფეხი აბიჯებს, ჩვენია
ნიკოლოზ სამხარაძე პოლონეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
ანტონიუ გუტერეში - ირან-ისრაელის კონფლიქტის გაფართოებამ შესაძლოა, გააჩაღოს ცეცხლი, რომლის გაკონტროლებასაც ვეღარავინ შეძლებს
საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ირანის ბუშერის ქარხანაზე დარტყმამ, შესაძლოა, რეგიონული კატასტროფა გამოიწვიოს
არქივი