პრეზიდენტი 26 მაისს ოპოზიციის გეგმებზე: რამდენი თარიღი გაიარეს რომ რაღაცას აპირებდნენ, სინამდვილეში თარიღებით უნდათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანონ, მაგრამ ხალხი აღარ გამოდის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
68 23 მაისი 2025, 00:30

საქართველოს პრეზიდენტი 26 მაისს ოპოზიციის ძალადობრივ გეგმებს გადაცემა „იმედი LIVE“-ში გამოეხმაურა. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია თარიღებით ცდილობს საზოგადოების მოტყუებას, რადგან ქუჩაში ბევრი ადამიანი გამოიყვანონ.

„31 მარტს, ჩემი არჩევნების დროს რას აპირებდნენ?! რამდენი თარიღი გაიარეს რომ რაღაცას აპირებდნენ. სინამდვილეში კი არ აპირებდნენ, საზოგადოებას, (რომლებიც ჩვენ გვეძახის მონას), ის ვერ გაუთვალისწინებია, როგორ შეურაცხყოფას აყენებს ეს ხალხი [ოპოზიცია] მუდმივად ამ თარიღების გამოცხადებით და დაპირებით, რომ რაღაცას შეძლებენ. ამიტომაც არის, რომ 800 ათასი ადამიანიდან მხოლოდ 5 ათასი ადამიანი გამოდის. თარიღებით უნდათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანონ, მაგრამ აღარ გამოდის ეს ხალხი და იბადება კითხვა - რატომ, ვინ ატყუებს ამ ხალხს? საკუთარ თავში უნდა ჩაიხედონ და შეხედონ იმ სიყალბეს, თუ ვინ ატყუებს მათ და მერე გამობრძანდნენ“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელმა მდივანმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ რადიკალიზაციის მომხრეა და უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება. ფოფხაძემ ასევე ისაუბრა 26 მაისის რადიკალიზაციის დროს შესაძლო მსხვერპლზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესები გაიმართება
ვატო შაქარიშვილი: აშშ-ში თუ ვინმე თავს დაესხმება პოლიციელს, ძაღლებს დააკბენინებენ, მოკლავენ და შემდეგ ახლობლებს შეატყობინებენ სად მიაკითხონ გვამებს. რატომღაც ვერ ვხედავთ ევროკავშირის რეზოლუციებს, კონგრესის და სენატის შეშფოთებებს
ვატო შაქარიშვილი: რეზოლუციის მხარდაჭერით თითოეული ევროპარლამენტარი ხდება სასტიკი დანაშაულების თანამონაწილე და „კოლექტიური როინ შამათავა“, რომელიც იყო ჯალათი და დავალების აღმსრულებელი
არჩილ გორდულაძე თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: როდესაც ადამიანი აგენტია, აგენტს არაფერს ეკითხებიან, აგენტს დავალებას აძლევენ
ვოლოდიმირ ზელენსკი: სასურველია, უკრაინაში ომი დონალდ ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში დასრულდეს
არქივი