მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული, თვის დროზე მოხდება არჩევნების თარიღის გამოცხადება და თავისუფალ გარემოში ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 23 მაისი 2025, 00:43

ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული, თვის დროზე მოხდება არჩევნების თარიღის გამოცხადება და თავისუფალ გარემოში ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა. მივესალმები ყველა იმ ძალას, ვინც ამ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და საკუთარ გზავნილებს მიიტანს თავის ამომრჩევლამდე და საზოგადოებამდე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე საუბრისას.

„აუცილებელია, რომ გაჯანსაღდეს ოპოზიციური ფლანგი, ეს პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას სჭირდება. გამარჯვებულ პარტიას ყოველთვის სჭირდება კონკურენტი. ჩვენ ერთმანეთს უნდა შევეჯიბროთ უკეთეს მართვაში, ამაში უნდა იყოს საზოგადოება ჩართული და მომთხოვნი, რომ რომელია უკეთესი და არა რუსულია თუ ევროპული. ტერმინ რუსულს მიზანმიმართულად იყენებენ, რომ ზიზღი გააღვივონ.

ახლა ვინც არიან წარმოდგენილები თავის თავზე დამოკიდებულები არ არიან. შეიძლება არსებობენ ძალები, რომლებიც გაერთიანდებიან და ერთობლივად მიიღებენ ამ პროცესებში მონაწილეობას და იბრძოლებენ გამარჯვებისთვის“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - შეიძლება, ქვეყანა გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ქვეყნიდან, სამწუხაროდ, ბალტიის ქვეყნების პოლიტიკური ელიტა ამის კარგი მაგალითია
ვლადიმერ პუტინი რომის პაპს, ლეო XIV-ს ტელეფონით ესაუბრა
შალვა პაპუაშვილი: ქართველმა ხალხმა გამოცდა ჩააბარა 34 წლის წინ, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ყველა გამოცდა, რაც კი შეიძლება, ჩააბაროს ერმა, ჩაბარებული გვაქვს
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვსაუბრობთ „დიფ სთეითზე“ როგორც არაფორმალურ მმართველობაზე, არ აქვს დემოკრატიული ლეგიტიმაცია და აქვს ეკონომიკური, ფინანსური, თუ ბიუროკრატიული ბერკეტები
შალვა პაპუაშვილი: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ვთავაზობთ, არაფრისმომცემი სიტყვების ნაცვლად, გვქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელშიც გაწერილი იქნება, რა არის ამერიკელი და ქართველი ხალხების ინტერესები და სად ვთანხმდებით
არქივი