ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
27 23 მაისი 2025, 09:10

ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ელიას როდრიგესს ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ჩიკაგოში დაბადებულ 30 წლის ელიას როდრიგესს ბრალად ედება პირველი ხარისხის მკვლელობა, უცხოელი ოფიციალური პირების მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღით სროლა, რამაც სიკვდილი გამოიწვია და დანაშაულებრივ ქმედებაში იარაღის გამოყენება.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, კაშ პატელმა შემთხვევას „ტერორისტული აქტი“ უწოდა. თუმცა როგორც აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა.

გამომძიებლებმა ასევე შეისწავლეს ეჭვმიტანილის სავარაუდო პოლიტიკური კავშირები. ის მუშაობდა ჯანდაცვის არაკომერციულ ორგანიზაციაში და, სავარაუდოდ, ადრე ჰქონდა კავშირი მემარცხენე ექსტრემისტულ ჯგუფებთან.

ცნობისთვის, ვაშინგტონის ცენტრში, ებრაულ მუზეუმთან ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, მამაკაცსა და ქალზე თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი ებრაულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებას ტოვებდნენ. პოლიციის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ მამაკაცი „თავისუფლება პალესტინას“ სკანდირებდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლ ფაშინიანი - ერდოღანთან განვიხილეთ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, რეგიონული მოვლენები, სომხეთი რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის დამყარების ერთგული რჩება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
თეირანსა და ყუმის პროვინციაში, სადაც გამაგრებული ბირთვული ობიექტი „ფორდო“ მდებარეობს, 5.22 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
დავით ქართველიშვილი ისრაელ-ირანის კონფლიქტზე: კონფლიქტი დამთავრდება ზავით და სხვადასხვა ქვეყნის სახელისუფლებო შტოებიდან გარკვეული „ელიტების“ ჩამოშორებით
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანთან დაკავშირებულ ხუთ ფიზიკურ და 20 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა
არქივი