Reuters: ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღება აუკრძალა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 23 მაისი 2025, 09:29

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღება აუკრძალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია აგრეთვე უკვე ჩარიცხულ სტუდენტებს სხვა უმაღლეს სასწავლებლებში გადასვლას აიძულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის სტატუსის ჩამორთმევით ემუქრება.

აშშ-ის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ მსგავსი მიდგომა ჰარვარდის გარდა სხვა უმაღლე სასწავლებლებთან მიმართებაშიც გამოიყენონ.

შიდა უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა განკარგულება გასცა, რომლის თანახმადაც მისმა უწყებამ ჰარვარდის უნივერსიტეტის 2025-2026 წწ. სტუდენტების გაცვლითი პროგრამის სერტიფიცირება შეაჩეროს.

ნოემმა უნივერსიტეტს „ძალადობის, ანტისემიტიზმის წახალისებასა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან თანამშრომლობაში“ დასდო ბრალი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლ ფაშინიანი - ერდოღანთან განვიხილეთ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, რეგიონული მოვლენები, სომხეთი რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის დამყარების ერთგული რჩება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
თეირანსა და ყუმის პროვინციაში, სადაც გამაგრებული ბირთვული ობიექტი „ფორდო“ მდებარეობს, 5.22 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
დავით ქართველიშვილი ისრაელ-ირანის კონფლიქტზე: კონფლიქტი დამთავრდება ზავით და სხვადასხვა ქვეყნის სახელისუფლებო შტოებიდან გარკვეული „ელიტების“ ჩამოშორებით
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანთან დაკავშირებულ ხუთ ფიზიკურ და 20 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა
არქივი