არჩილ გორდულაძე - მთავარი ის კი არ არის, ნიკა მელია სასამართლოში მისვლას ინებებს თუ არა, მთავარია, ამ ადამიანებმა კანონი არ დაარღვიონ, პატრონების დავალებების შესრულებას თავი დაანებონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 23 მაისი 2025, 12:09

მთავარი ის კი არ არის, ნიკა მელია სასამართლოში მისვლას ინებებს თუ არა, მთავარია, ამ ადამიანებმა კანონი არ დაარღვიონ, პატრონების დავალებების შესრულებას თავი დაანებონ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, „ეს ადამიანები ისე უნდა მოიქცნენ, როგორც ქართველს შეეფერება“.

„ნიკა მელია სასამართლოს სხდომას თუ არ დაესწრება, პროცესი მის გარეშეც შეიძლება, გაიმართოს, თუ მისი წარმომადგენელი იქნება. სამართლებრივ დეტალებში რომ არ შევიდეთ, მთავარი ის კი არ არის, ნიკა მელია სასამართლოში მისვლას ინებებს თუ – არა, მთავარია, ამ ადამიანებმა კანონი არ დაარღვიონ და ისე იმოქმედონ, როგორც ეს გათვალისწინებულია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. ამიტომ, სჯობს, დაფიქრდნენ, პატრონების მიერ მიცემული დავალებების შესრულებას თავი დაანებონ და ისე მოიქცნენ, როგორც ქართველს შეეფერება. მათთვის ქართველობა მხოლოდ პასპორტის ჯიბეში დება არ უნდა იყოს, მთავარია, სულით და ხორცით ქართველი იყო. არადა, ამ ადამიანებს ამის არაფერი სცხიათ, თავიანთი პატრონის ყურმოჭრილ მონებად არიან გადაქცეული“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლ ფაშინიანი - ერდოღანთან განვიხილეთ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, რეგიონული მოვლენები, სომხეთი რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის დამყარების ერთგული რჩება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
თეირანსა და ყუმის პროვინციაში, სადაც გამაგრებული ბირთვული ობიექტი „ფორდო“ მდებარეობს, 5.22 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
დავით ქართველიშვილი ისრაელ-ირანის კონფლიქტზე: კონფლიქტი დამთავრდება ზავით და სხვადასხვა ქვეყნის სახელისუფლებო შტოებიდან გარკვეული „ელიტების“ ჩამოშორებით
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანთან დაკავშირებულ ხუთ ფიზიკურ და 20 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა
არქივი