ევროკავშირის წარმომადგენლობა - საქართველოს ხელისუფლებამ საიმონ ვანდერბრუკთან დაკავშირებულ დამამცირებელ ინციდენტზე მოიბოდიშა და დაადასტურა, რომ მის სამუშაო პოზიციაზე დაბრუნებას მიესალმებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
19 23 მაისი 2025, 13:44

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ 21 მაისს ევროკავშირის დელეგაციის წევრს, საიმონ ვანდერბრუკს თბილისის აეროპორტში შემოსვლის უფლება არ მისცეს.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოიბოდიშა და დაადასტურა, რომ დელეგაციის წევრის სამუშაო პოზიციაზე დაბრუნებას მიესალმებიან.

„საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია ადასტურებს, რომ 21 მაისს ევროკავშირის დელეგაციის წევრს, საიმონ ვანდერბრუკს უფლება არ მისცეს, თბილისის აეროპორტში შემოსულიყო. ევროკავშირის დელეგაციის აკრედიტებული წევრისთვის შემოსვლაზე უარი ეწინააღმდეგება ვენის კონვენციით განსაზღვრულ დიპლომატიურ ურთიერთობებსა და სხვა შესაბამის ნორმებს, რომელთა პატივისცემა საქართველოს ვალდებულებით აქვს აღებული. ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გადაეგზავნა. საქართველოს ხელისუფლებამ სიტყვიერად მოიბოდიშა ამ დამამცირებელ ინციდენტზე და დაადასტურა, რომ მიესალმებიან დელეგაციის წევრის სამუშაო პოზიციაზე დაბრუნებას“, – აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსეთმა ოპერაცია „ობობას ქსელის“ საპასუხო დარტყმები დაიწყო
თბილისის მერიის ცნობით, გლდანში, სანდრო ახმეტელის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის გადაადგილების სქემა იცვლება
ირაკლი ქადაგიშვილი ნაჩო სანჩესის განცხადებაზე: საინფორმაციო აყალმაყალის მოწყობა უნდათ. უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ
რუსეთმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე შენახული ამერიკული საწვავის საკითხთან დაკავშირებით შუამავლობა სთხოვა
მამუკა ხაზარაძე ელენე ხოშტარიას - მზად ვარ შეხვედრისა და დიალოგისთვის, საუბარი უნდა შედგეს პრეზიდენტის პლატფორმაზე ოთხივე ბარიერგადალახული კოალიციის მონაწილეობით
არქივი