გიორგი ვოლსკი აშშ-ის საელჩოში სალომე ზურაბიშვილის კონსულტაციების შესახებ ინფორმაციაზე: ჩვენ არ ვიცით, რა საკითხებზე მსჯელობენ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ საელჩო გააკეთებს რელევანტურ განცხადება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
28 23 მაისი 2025, 17:24

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი შეერთებული შტატების საელჩოში სალომე ზურაბიშვილის მისვლის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური პროგრამების დირექტორი გამოდის და ღიად ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი პრეზიდენტი არის მოძალადე და დამნაშავე. ამ ინსტიტუტის სტიპენდიანტი არის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში. ჩვენ არ ვიცით, რა საკითხებზე მსჯელობენ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ საელჩო გააკეთებს რელევანტურ განცხადებას ამასთან დაკავშირებით”, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს საელჩოში იმყოფება და კონსულტაციას მართავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი