სოზარ სუბარი აშშ-ის საელჩოში სალომე ზურაბიშვილის კონსულტაციების შესახებ ინფორმაციაზე: მინიმუმ განმარტება უნდა მოვისმინოთ ამერიკის საელჩოსგან, რას შეეხებოდა ეს შეხვედრა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 23 მაისი 2025, 20:51

ბოლო თვეების განმავლობაში მთელი საქართველო უსმენს საგამოძიებო კომისიაზე იმ საშინელებებს რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჩადიოდა საქართველოს მიმართ და ყველა ელჩმა ყველაფერი იცოდა და არავინ საჯარო განცხადებას არ აკეთებდა, თუმცა ღიად ერეოდნენ საქართველოს შიდა საქმეებში. - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარი შეერთებული შტატების საელჩოში სალომე ზურაბიშვილის მისვლის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საელჩომ უნდა განმარტოს, რა მიზნით იმყოფება საელჩოში სალომე ზურაბიშვილი.

„26 მაისის წინ, როდესაც ოპოზიციას გამოცხადებული აქვს, რომ ალტერნატიული აქციები უნდა მოაწყოს, მინიმუმ განმარტება უნდა მოვისმინოთ ამერიკის საელჩოსგან, რას შეეხებოდა ეს შეხვედრა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს საელჩოში იმყოფება და კონსულტაციას მართავს.

„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელმა მდივანმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ რადიკალიზაციის მომხრეა და უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება. ფოფხაძემ ასევე ისაუბრა 26 მაისის რადიკალიზაციის დროს შესაძლო მსხვერპლზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ისრაელ-ირანის კონფლიქტზე: კონფლიქტი დამთავრდება ზავით და სხვადასხვა ქვეყნის სახელისუფლებო შტოებიდან გარკვეული „ელიტების“ ჩამოშორებით
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანთან დაკავშირებულ ხუთ ფიზიკურ და 20 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა
პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
რატი იონათამიშვილი: ძალადობის წახალისება ევროკავშირის სახელით საქართველოში ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს, მაგრამ დამაზიანებელი იქნება ევროკავშირისთვის
ბიძინა ივანიშვილი - ვულოცავ საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას, ეს დაუღალავი შრომის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ქვეყნის სიყვარულის შედეგია
არქივი