ტრამპმა ბირთვული ენერგიის წარმოების რეგულაციების შემსუბუქებისა და გაფართოვების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებებს მოაწერა ხელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 24 მაისი 2025, 11:39
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბირთვული ენერგიის წარმოების რეგულაციების შემსუბუქებისა და გაფართოების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებებს მოაწერა ხელი. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

განკარგულება მიზნად ისახავს ენერგეტიკის დეპარტამენტში ბირთვული ენერგეტიკის კვლევის რეფორმირებას, რათა დეპარტამენტს მიეცეს ატომური რეაქტორების აშენების შესაძლებლობა, ფედერალურ საკუთრებაში არსებულ მიწაზე, განაახლოს ბირთვული მარეგულირებელი კომისია და გააფართოოს ურანის მოპოვება და გამდიდრება შეერთებულ შტატებში.

ერთ-ერთი აღმასრულებელი ბრძანება მოიცავს დებულებას, რომელიც ავალდებულებს ბირთვულ მარეგულირებელ კომისიას, მიიღოს გადაწყვეტილება ბირთვული რეაქტორების ახალი ლიცენზიების შესახებ 18 თვის განმავლობაში.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გვაქვს, და ის ბირთვულ ენერგეტიკას ეხება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა, და თქვე ინს სწორად უნდა აწარმოოთ. ის ძალიან უსაფრთხო და ეკოლოგიური გახდა. დიახ, 100%“, - თქვა ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანებების ხელმოწერის შემდეგ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესები გაიმართება
ვატო შაქარიშვილი: აშშ-ში თუ ვინმე თავს დაესხმება პოლიციელს, ძაღლებს დააკბენინებენ, მოკლავენ და შემდეგ ახლობლებს შეატყობინებენ სად მიაკითხონ გვამებს. რატომღაც ვერ ვხედავთ ევროკავშირის რეზოლუციებს, კონგრესის და სენატის შეშფოთებებს
ვატო შაქარიშვილი: რეზოლუციის მხარდაჭერით თითოეული ევროპარლამენტარი ხდება სასტიკი დანაშაულების თანამონაწილე და „კოლექტიური როინ შამათავა“, რომელიც იყო ჯალათი და დავალების აღმსრულებელი
არჩილ გორდულაძე თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: როდესაც ადამიანი აგენტია, აგენტს არაფერს ეკითხებიან, აგენტს დავალებას აძლევენ
ვოლოდიმირ ზელენსკი: სასურველია, უკრაინაში ომი დონალდ ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში დასრულდეს
არქივი