რადიკალებმა რამდენჯერაც რაიმე დააანონსეს, ვერაფერი ვერ შეასრულეს, რადგან სიმართლეს არ ემსახურებიან - ასე იქნება 26 მაისსაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 24 მაისი 2025, 11:43
„რადიკალებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, 26 მაისის აღნიშვნას რა ფორმით ჩაშლიან,  მათთვის მთავარია პროვოკაცია და ძალადობა მოაწყონ - ამას თავადვე ამბობენ“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალებმა რამდენჯერაც რაიმე დააანონსეს, ვერაფერი ვერ შეასრულეს, რადგან სიმართლეს არ ემსახურებიან. ასე იქნება 26 მაისსაც.

„როცა 26 მაისს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალები გამოდიან და საზოგადოებას გვეუბნებიან, რომ მივიდეთ, დავათვალიეროთ სამხედრო ატრიბუტიკა და ერთად ვიზეიმოთ დამოუკიდებლობის დღე, რადიკალები ამის საწინააღმდეგოდ აანონსებენ აქციას? ან, რატომ გამოდიან აქციაზე 26 მაისს და არა 21-ში, ან 20 მაისს და ა.შ.? იმიტომ, რომ ხალხი ვერ გამოჰყავთ. დღესასწაულებზე კი, სადაც ხალხმრავლობაა, პროვოკაციის მეტი შანსია. 9 აპრილსაც იმიტომ სცადეს იგივე. ახლაც სულ რამდენიმე ათეული ადამიანის მოყვანას გეგმავენ, რომ როგორმე პროვოკაცია მოაწყონ. მაგრამ, რამდენჯერაც დააანონსეს რაღაც, ვერაფერი ვერ შეასრულეს, იმიტომ, რომ სიმართლეს არ ემსახურებიან. სიმართლე კი ის არის, რომ საქართველოს პრაქტიკული დამოუკიდებლობა უნდა და უცხოურ ძალებს არ უნდა ჰქონდეთ აქ პროცესების მართვის საშუალება“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესები გაიმართება
ვატო შაქარიშვილი: აშშ-ში თუ ვინმე თავს დაესხმება პოლიციელს, ძაღლებს დააკბენინებენ, მოკლავენ და შემდეგ ახლობლებს შეატყობინებენ სად მიაკითხონ გვამებს. რატომღაც ვერ ვხედავთ ევროკავშირის რეზოლუციებს, კონგრესის და სენატის შეშფოთებებს
ვატო შაქარიშვილი: რეზოლუციის მხარდაჭერით თითოეული ევროპარლამენტარი ხდება სასტიკი დანაშაულების თანამონაწილე და „კოლექტიური როინ შამათავა“, რომელიც იყო ჯალათი და დავალების აღმსრულებელი
არჩილ გორდულაძე თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: როდესაც ადამიანი აგენტია, აგენტს არაფერს ეკითხებიან, აგენტს დავალებას აძლევენ
ვოლოდიმირ ზელენსკი: სასურველია, უკრაინაში ომი დონალდ ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში დასრულდეს
არქივი