ე.წ. ოპოზიცია იმაზეც ვერ თანხმდება, გირაო უნდა გადაიხადონ თუ არა და ესენი კოალიციურ მთავრობას შექმნიან და 11 მინისტრს აირჩევენ?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 24 მაისი 2025, 11:45
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან რადიკალური ოპოზიციის შესახებ ისაუბრა. 

მისი თქმით, ოპოზიციას ერთობლივად მუშაობის რესურსი არ აქვს. 

„ე.წ. ოპოზიციას ნულოვანი რესურსი აქვს. ვერ თანხმდებიან ვერცერთ საკითხზე. იმაზეც კი ვერ შეთანხმდნენ, აღკვეთის ღონისძიების სახით [ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს] თუ გირაო ექნებოდა, უნდა გადაეხადათ თუ არა ეს თანხა. ამ ხალხს უნდა ხელისუფლებაში მოვიდეს და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება? ეს ხალხი შეთანხმდება 11 მინისტრზე? ამიტომ, ქართული საზოგადოება კარგად ხვდება, რომ მათი მიზანი არა ქვეყნის მართვაა, არამედ, მათი მიზანია უცხოელ პატრონებს დაუჯერონ და რასაც ისინი აკეთებინებენ უკრაინის ხელისუფლებას, იგივე გააკეთებინონ აქაც. 

რომ ამბობენ, ჯამში ამდენი და ამდენი ხმა აიღო ოპოზიციამო, ახლა იმის ნახევარიც აღარ ექნებათ, რადგან მათ თავიანთი ამომრჩეველი „გადააგდეს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელს დონალდ ტრამპთან ფანტასტიკური ურთიერთობა აქვს და აშშ-ის პრეზიდენტს თითქმის ყოველდღე ტელეფონით ესაუბრება
დონალდ ტრამპი - „უოლ სთრით ჯორნალს“ წარმოდგენა არ აქვს, რას ვფიქრობ ირანთან დაკავშირებით!
მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო არჩევნებზე - ეუთო/ოდირს ვინ ეკითხებაო, თვითმმართველობის არჩევნებზე - ეუთო/ოდირი როგორ არ ჩამოგყავთო, არჩევნებს რომ აგებენ, მერე ხალხს აბრალებენ
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-სა და უნგრეთში ახლად დანიშნულ ელჩებს, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
არქივი