მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
19 24 მაისი 2025, 18:21

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული გ.ფ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას ორ პირს: 1967 წელს დაბადებული კ.ჭ. -ს და 1961 წელს დაბადებულ კ.თ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. პოლიციამ გ.ფ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 126-ე მუხლების პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: პაველ ჰერჩინსკიც მონაწილეობდა ამ არჩევნებში და დამარცხდა, როგორც ოპოზიცია, ახლა რასაც ვხედავთ, ეს არის ფაქტობრივად, ვენდეტა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ
შალვა პაპუაშვილი: კანდიდატის სტატუსზე განაცხადი როდესაც შეგვქონდა, ჩვენ შევუკვეთეთ ევროსტანდარტები, ევროსამართალი და ჩამოგვივიდა ევროზიზღი, ევროძალადობა, ევროპროპაგანდა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შეურაცხყოფისათვის ალბი კორძაიას 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
სერგეი შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინს შეხვდა
ცოტნე გამსახურდიას მიმართ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და სამსახურებრივ სიყალბეში ბრალდებულებს გირაო შეეფარდათ
არქივი