მარია ზახაროვა აცხადებს, რომ საქართველოში რუსული დროშის მიმართ უცნობი პირის ქმედებებს რუსი სამართალდამცველები შეაფასებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 25 მაისი 2025, 18:49

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები შეაფასებენ საქართველოში რუსული დროშით უცნობი პირის ქმედებებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„დილიდან მოყოლებული, არაერთი ზარი შემოდის, რომლებიც კომენტარის გაკეთებას ითხოვენ უცნობი ანტიგმირის ქმედებაზე, რომელმაც რუსული სამფეროვანი დროშებით რაღაც წარმოდგენა მოაწყო თბილისში. პირველ რიგში, დროშა დროშად დარჩება, რასაც არ უნდა აკეთებდეს მასთან ფსიქოპატი. მეორეც, ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამ აღმაშფოთებელ ქმედებას სათანადო შეფასებას მისცემენ. პირადად ჩემგან. როდესაც ღმერთმა ადამიანს ტვინი არ მისცა, მას სხვა ორგანოებთან უწევს მუშაობა – ამ შემთხვევაში, სწორედ იმ ორგანოებთან, რომლებიც, როგორც ჩანს, ყველაზე ხშირად ხვდებათ ხელში. უცნაურია, რომ ხელთათმანი აცვია. მაგრამ ალბათ კარგად იცნობს საკუთარ თავს. რას არ გააკეთებს უტვინო ადამიანი თვითკმაყოფილებისთვის“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

რუსული მედიის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე გაიხსენა ქართველი ხალხის გამორჩეული წარმომადგენლები – წერეთლების ოჯახი და ნიკოლაი ცისკარიძე ახსენა.

„თამარ დედოფლის ღირსეული შთამომავლები, რომლებმაც თავიანთ პროფესიაში რეალურ სიმაღლეებს მიაღწიეს, უღირსი ფსკერისგან განსხვავებით, ორიგინალური ქართული პატივითა და სიამაყით ასოცირდებიან რუსულ სამფეროვანთან“, – აღნიშნა მარია ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გაიხსენა, რომ სწორედ ქართველმა მელიტონ ქანთარიამ, სერჟანტ მიხაილ ეგოროვთან ერთად, აღმართა დროშა დაცემული რაიხსტაგის თავზე.

ცნობისთვის, მანამდე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალზე ერთ-ერთმა ქართველმა მუსიკოსმა რუსეთის დროშა შეურაცხყო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესები გაიმართება
ვატო შაქარიშვილი: აშშ-ში თუ ვინმე თავს დაესხმება პოლიციელს, ძაღლებს დააკბენინებენ, მოკლავენ და შემდეგ ახლობლებს შეატყობინებენ სად მიაკითხონ გვამებს. რატომღაც ვერ ვხედავთ ევროკავშირის რეზოლუციებს, კონგრესის და სენატის შეშფოთებებს
ვატო შაქარიშვილი: რეზოლუციის მხარდაჭერით თითოეული ევროპარლამენტარი ხდება სასტიკი დანაშაულების თანამონაწილე და „კოლექტიური როინ შამათავა“, რომელიც იყო ჯალათი და დავალების აღმსრულებელი
არჩილ გორდულაძე თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: როდესაც ადამიანი აგენტია, აგენტს არაფერს ეკითხებიან, აგენტს დავალებას აძლევენ
ვოლოდიმირ ზელენსკი: სასურველია, უკრაინაში ომი დონალდ ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში დასრულდეს
არქივი