შალვა პაპუაშვილი - არსებობს ის, რაც ჩვენია და ის, რაც სხვისია, ამის გარჩევა უნდა შეგვეძლოს, პატრიოტიზმი ჩვენის და სხვისის გარჩევაა, სწორედ ამიტომ, ეს დღე ჩვენია, გილოცავთ 26 მაისს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
84 25 მაისი 2025, 23:48

დამოუკიდებლობა პროცესია, ყოველდღიური ბრძოლა, რომელიც არ მთავრდება. თუ არ გვინდა უცხოს მონობა, თუ გვინდა დამოუკიდებლობა, თუ გვსურს სუვერენიტეტი და გვინდა, „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“, მაშინ უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დამოუკიდებლობა პროცესია, ყოველდღიური ბრძოლა, რომელიც არ მთავრდება.

„ეს დღე ჩვენია! დამოუკიდებლობა პროცესია, ყოველდღიური ბრძოლა, რომელიც არ მთავრდება. სანამ ცოცხლები ვართ, ვიბრძვით, ვშრომობთ, ვზრდით, ვერ გავჩერდებით. გაჩერება ნიშნავს სიკვდილს, მარცხს, წაგებას. თუ არ გვინდა უცხოს მონობა, თუ გვინდა დამოუკიდებლობა, თუ გვსურს სუვერენიტეტი და გვინდა, „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“, მაშინ უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ეს. გვესმოდეს და ვიცოდეთ თავისუფლების ფასი, დამოუკიდებლობის მნიშვნელობა, დროშის, გერბის, სახელმწიფოს საზრისი. გვესმოდეს, როგორ მივყვეთ ჩვენს გზას და არა სხვის კარნახს. თავისუფლება და დამოუკიდებლობა თვითმყოფადი ცნებებია, ადამიანის ძირეული მოთხოვნილებაა. სხვა ყველაფერი უცხო და გარეშეა. არსებობს ის, რაც ჩვენია და არსებობს ის, რაც სხვისია. უნდა შეგვეძლოს ამის გარჩევა, ჩვენის და სხვისის. პატრიოტიზმი სწორედ ეს არის, ჩვენის და სხვისის გარჩევა. სწორედ ამიტომ, ეს დღე ჩვენია! გილოცავთ 26 მაისს, ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღეს!“ – წერს შალვა პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესები გაიმართება
ვატო შაქარიშვილი: აშშ-ში თუ ვინმე თავს დაესხმება პოლიციელს, ძაღლებს დააკბენინებენ, მოკლავენ და შემდეგ ახლობლებს შეატყობინებენ სად მიაკითხონ გვამებს. რატომღაც ვერ ვხედავთ ევროკავშირის რეზოლუციებს, კონგრესის და სენატის შეშფოთებებს
ვატო შაქარიშვილი: რეზოლუციის მხარდაჭერით თითოეული ევროპარლამენტარი ხდება სასტიკი დანაშაულების თანამონაწილე და „კოლექტიური როინ შამათავა“, რომელიც იყო ჯალათი და დავალების აღმსრულებელი
არჩილ გორდულაძე თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: როდესაც ადამიანი აგენტია, აგენტს არაფერს ეკითხებიან, აგენტს დავალებას აძლევენ
ვოლოდიმირ ზელენსკი: სასურველია, უკრაინაში ომი დონალდ ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში დასრულდეს
არქივი