პუტინთან და ტრამპთან სამმხრივი შეხვედრისთვის მზად ვარ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
21 28 მაისი 2025, 13:46
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან და დონალდ ტრამპთან სამმხრივი შეხვედრისთვის მზად არის. ამის შესახებ ზელენსკიმ მედიასთან ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი მზადყოფნის შესახებ ყველა მხარე ინფორმირებულია.

„ჩვენ მზად ვართ ფორმატისთვის „ტრამპი-პუტინი-მე“ და ჩვენ მზად ვართ ფორმატისთვის „ტრამპი-პუტინი“, „ტრამპი-ზელენსკი“ და შემდეგ სამმხრივად. მე ვგულისხმობ ერთდროულად და არა განცალკევებულ შეხვედრებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის ტექნიკური შეხვედრებისთვისაც როგორც ვატიკანში, ისე შვეიცარიაში.

ზელენსკის თქმით, შეხვედრის ფორმატი დამოკიდებულია განსახილველ საკითხებზე. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, თუ რომელიმე შეხვედრა შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს, ისურვებდა, რომ მას ევროპელებიც დასწრებოდნენ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპარლამენტმა ოპოზიციას თითი დაუქნია და არჩევნებში მონაწილეობის მიღება დაავალდებულა
,,ზრუნვა + ‘’ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ექსკლუზიური შეთავაზება მხოლოდ ლიბერთი ბანკის მომხმარებლებს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა სახელმწიფო დეპარტამენტში, USAID-ში და საზოგადოებრივ მაუწყებლებში, დაახლოებით 10 მილიარდ დოლარამდე ფლანგვის აღმოფხვრისთვის კანონპროექტს შეიმუშავებს
ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, რუსულ ავიაბაზებზე უკრაინული დრონების შეტევამ ომის ესკალაციის რისკები გაზარდა
ევროპარლამენტი ქართულ ოპოზიციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაძლებლობის გამოყენებისკენ მოუწოდებს
არქივი