წერილების თუ გზავნილების გაცვლა აშშ-ის საელჩოსა და ადმინისტრაციასთან მაჩვენებელია, რომ დალაგების იმედი სწრაფად ქრება, ეს არის ბრძოლა, რომელიც ბოლოს გამარჯვებას მოიტანს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
25 28 მაისი 2025, 18:30
წერილების თუ გზავნილების გაცვლა აშშ-ის საელჩოსა და ადმინისტრაციასთან მაჩვენებელია, რომ დალაგების იმედი სწრაფად ქრება. ეს არის ბრძოლა, რომელიც ბოლოს გამარჯვებას მოიტანს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „წინააღმდეგობის პლატფორმამ“ საქართველოში ჩამოსულ ევროპარლამენტის მისიასთან განიხილა ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა, სინდისის პატიმრების მდგომარეობა და პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრების საკითხი.

„უპირველესად, მინდა, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ სახელით მივმართო მოსახლეობას, კიდევ ერთხელ მივულოცო 26 მაისი და მივულოცო ის ძალიან დიდი მნიშვნელობის ფაქტი, რომ, რეალურად, 26 მაისი იზეიმა საქართველოს მოსახლეობამ, აჩვენა პროტესტის ძალა. მთელი დღე რუსთაველი იყო პროტესტის გამოსახულება, რითიც კიდევ უფრო გაძლიერდა ეს პროტესტი. მინდა, ასევე მადლობა მოვახსენო 26 მაისის კომიტეტს ამ დღის ორგანიზებისთვის. ეს არის ძალიან დიდი მომენტი, როცა ჩვენ, ყველამ ერთად შევძელით, სამოქალაქო საზოგადოებამ და პოლიტიკური ძალებმა ერთად, შეერთებულად მოვამზადეთ ეს დღე. ჩვენ არ გვაქვს ის საშუალებები, რაც აქვს სახელმწიფოს, მაგრამ მაინც იყო ძალიან წარმატებული. ეს ყველას წარმატებაა და კიდევ ერთხელ ერთიანობის ნიშანი. ასევე პოზიტიური ნიშანია ჩვენთვის ის მრავალრიცხოვანი მოლოცვები, რაც წამოვიდა ჩვენი ყველა პარტნიორისგან და რაც იყო მიმართული ქართველი საზოგადოებისადმი, ყველა გვამხნევებდა, ამხნევებდა საზოგადოებას ამ ხანგრძლივ ბრძოლაში.

გუშინ „წინააღმდეგობის პლატფორმას“ ჰქონდა შეხვედრა ევროპარლამენტის აქ ჩამოსულ მისიასთან. ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის მისიას შევხვდით და მათთან ერთად კიდევ გავიარეთ აქაური მდგომარეობა, დემოკრატიული უკუსვლა, დაჭერები, სინდისის პატიმრების მდგომარეობა, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრების საკითხი, რომელიც ახალ ტალღას ნიშნავს. ასევე, გავიარეთ დღევანდელი მდგომარეობა, პლატფორმის შექმნა და რამდენად პასუხობს იმ მოთხოვნას ჩვენი პარტნიორებისგან, რომ შეიქმნას პოლიტიკური ალტერნატივა. პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც დაანახებს მათ და დაანახებს საზოგადოებას, რომ არსებობს ძალა, რომელიც მზად არის, ჩაიბაროს არჩევნები და ძალაუფლებაც. ვაკუუმი ამ ქვეყანაში არასდროს არ იქნება მას მერე, რაც ჩამოიშლება დღევანდელი ხელისუფლება, რეალურად – ძალისუფლება“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი კარგავს მისთვის სანდო და ახლო ადამიანებს.

„დღეს ჩვენ უფრო ნათლად ვხედავთ ჩამოშლისა და რყევების პროცესს. პრაქტიკულად დღეს არ გადის ისე, რომ არ იყოს ახალი ნიშანი, თუ როგორ იშლება ის პირველი წრე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ მას აქამდე ამაგრებდა. ეს არის ნიშანი იმისა, რომ, ერთი მხრივ, სანქციები მოქმედებს და ბევრად მეტად მოქმედებს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. სხვათა შორის, ეს არის დამახასიათებელი სანქციების, რომ ის მოქმედებს ჯერ ნელ-ნელა და მერე აჩქარებული ტემპით. მეორე მნიშვნელოვანი ნიშანი არის, რომ რეალურად ამ ბოლო გადაადგილებებით, ასე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი კარგავს ადამიანებს, რომლებიც მისთვის ყველაზე ახლო და სანდო იყვნენ. იგი რჩება რეალურად შიშველი და ერთი კობახიძის ანაბარა, რაც არ არის მაჩვენებელი, რომ ეს რეჟიმი შინაგანი ძლიერებით სარგებლობდეს. ეს არის ის პოლიტიკური რეალობა, რომელსაც უნდა გავუსწოროთ თვალი, უნდა დავინახოთ, მათ უნდა გაუსწორონ თვალი. ის ფაქტი, რომ ამავე დროს იკარგება ყველა პარტნიორობა ჩვენს დემოკრატიულ მეგობრებთან, ესეც ნათელი არის. თუნდაც ის გაცვლა წერილების, გზავნილების აშშ-ის საელჩოსთან და ადმინისტრაციასთან არის მაჩვენებელი, რომ დალაგებების იმედები ძალიან სწრაფად ქრება, თუ არა ჩამქრალა. ეს არის ჩვენი დღევანდელო მდგომარეობა და, მგონი, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ, როგორც არასოდეს, უფრო მძლავრად უნდა ვიყოთ ჩვენს თავში დარწმუნებული. დარწმუნებული იმაში, რომ ეს ბრძოლა არის მართალი ბრძოლა და ეს არის ბრძოლა, რომელიც ბოლოს გამარჯვებას მოიტანს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი - თავგამოდებით ვიცავთ მშვიდობას, რადგან ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ჩვენი შვილების მომავლის დასაცავად, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ მშვიდობა
მაკა ბოჭორიშვილი - თავგამოდებით ვიცავთ მშვიდობას, რადგან ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ჩვენი შვილების მომავლის დასაცავად, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ მშვიდობა
ილონ მასკმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს
მაკა ბოჭორიშვილი: აშშ-ს დღეს აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს ახალი წარმომადგენელი საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქვს შესაძლებლობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები
მაკა ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: საქართველოს ხელისუფლებას დაჰბრალდა, თითქოს ჩვენ გავაჩერეთ რაღაც პროცესი, რომელიც დაწყებულიც არ ყოფილა, ახლა ისევ ევროკომისიიდან გვესმის, რომ თურმე მათ დავუსჯივართ
არქივი