თუ უკრაინას ნატო-ს სამიტზე არ მიიწვევენ, ეს პუტინის გამარჯვება იქნება არა უკრაინაზე, არამედ ალიანსზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
18 28 მაისი 2025, 18:38
თუ უკრაინას ნატო-ს სამიტზე არ მიიწვევენ, ეს პუტინის გამარჯვება იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ამ სამიტზე უკრაინის მონაწილეობა და რა შედეგი ექნება ამას. ჩემი აზრით, თუ უკრაინა სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება, ეს პუტინის გამარჯვება იქნება, მაგრამ არა უკრაინაზე, არამედ ნატო-ზე. ასე რომ, გადაწყვეტილება პარტნიორებმა უნდა მიიღონ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, ჰააგაში დაგეგმილ სამიტზე უკრაინის მონაწილეობის შესახებ პარტნიორებისგან სიგნალები მიიღო.

ცნობისთვის, ნატო-ს 2025 წლის სამიტი ჰააგაში 24-25 ივნისს გაიმართება.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ენათმეცნიერი გიორგი გოგოლაშვილი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე - ყველა უნივერსიტეტელი გამოიყენა ლომაიამ ჩვენს წინააღმდეგ
Politico: საფრანგეთი და ბელგია ევროკომისიის გეგმას რუსულ გაზზე სრულად უარის თქმის შესახებ ეწინააღმდეგებიან
ჰერჩინსკი წარმოადგენს არა ქართველი ხალხის ინტერესებს, არამედ კორუმპირებული ევრობიუროკრატიის ერთგულ მონას, რომელიც უსიტყვოდ ასრულებს ფონ დერ ლაიენების, კუბილიუსების და სხვა ე.წ. „დიფ სთეიტის“ წარმომადგენელთა მითითებებს
აკადემიკოსი ლია მელიქიშვილი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს უნივერსიტეტებში მიმდინარე პროცესებზე: მიზანი არ ვიცი იმათ თავებში რა იყო, ის მიზანი დღეს ჩანს, იმიტომ რომ მეცნიერება ძალიან ცუდ დღეშია
თეთრის სახლის სპიკერი: ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს „საჭიროების შემთხვევაში“ გამოიყენებს
არქივი