ირაკლი კობახიძე: ჩვენ კარგად გვესმის რა ფასად მოდის ომი, შესაბამისად, ვიცით მშვიდობის ფასიც, სწორედ ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის შესანარჩუნებლად, ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობის გზა ომის ნაცვლად და სტაბილურობა - ქაოსის ნაცვლად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 29 მაისი 2025, 14:07

ჩვენ, საქართველოში, კარგად გვესმის რა ფასად მოდის ომი. შესაბამისად, ვიცით მშვიდობის ფასიც. სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის შესანარჩუნებლად ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველომ აირჩია მშვიდობა ომის ნაცვლად და სტაბილურობა - ქაოსის ნაცვლად.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში მსოფლიო შეესწრო საშინელ ტრაგედიას უკრაინაში. დასაწყისშივე, ჩვენი ხელისუფლება აფრთხილებდა საერთაშორისო საზოგადოებას მოსალოდნელ შედეგებზე. სამწუხაროდ, ეს გაფრთხილებები იგნორირებულ იქნა. ჩვენ, საქართველოში, კარგად გვესმის რა ფასად მოდის ომი. შესაბამისად, ვიცით მშვიდობის ფასიც. სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის შესანარჩუნებლად ჩვენს ქვეყანაში. უკრაინის ომის დაწყებიდან, ჩვენ გავუძელით უზარმაზარ ზეწოლას როგორც გარედან, ისე შიგნიდან იმ ძალებისგან, ვისაც სურს, საქართველო კვლავ გადაიქცეს საბრძოლო პოლიგონად. ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ! მშვიდობის გზა ომის ნაცვლად და სტაბილურობა — ქაოსის ნაცვლად. ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მშვიდობის მხარეს იდგება, მაგრამ მშვიდობა ყოველთვის მოწყვლადია, თუ მას სიმართლე არ იცავს. წლების განმავლობაში, გავლენიანმა საერთაშორისო მედიასაშუალებებმა კოორდინირებული შეტევები განახორციელეს საქართველოში, მათი სიცრუეზე აგებული ნარატივი მიზნად ისახავდა საქართველოს დასჯას იმისთვის, რომ ომში ჩართვაზე უარი ვთქვით, სუვერენიტეტი ავირჩიეთ და ეროვნული ინტერესები დავაყენეთ უპირველეს ყოვლისა,“- განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: ეს არის ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა დემოკრატიული პრინციპების სრული უგულებელყოფით
პეტრ ბისტრონი: აშკარაა, რომ საქმე არა სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მხარდაჭერას ეხება, არამედ ეს არის მცდელობა, დაამხონ საქართველოს დემოკრატიული და ლეგიტიმური მთავრობა
გიორგი ჭოლაძე 20 ივნისის მოვლენებზე: პარლამენტში იყო ჰუბერტ ქნირში, გახარიას ვკითხე, საიდან აღმოჩნდა აქ, მან ცინიკურად მიპასუხა, რუსთაველზე სეირნობდა - ჩემი შეფასებით, ეს ადამიანი [გახარია] იყო აბსოლუტურად ჩამოშლილი და არაკომპეტენტური
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმე „სთრით ფუდ 125“-ის პროდუქტში სალმონელა აღმოაჩინა და საწარმოო პროცესი შეაჩერა
მშენებარე კორპუსში ფართების თაღლითურად გაყიდვაში ბრალდებული დააკავეს
არქივი