
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბუდაპეშტში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის მონაწილეებს მიმართა. ვიდეომიმართვაში, რომელიც კონფერენციის გახსნაზე აჩვენეს, თეთრი სახლის მეთაური პატივისცემას გამოხატავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრისადმი და ორგანიზაციის წევრებს მადლობას უხდის.
„მინდა მოგილოცოთ უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოძრაობის თაოსნებს. კარგად იცით, რა დამოკიდებულება მაქვს თქვენდამი - დიდი პატივისცემა. სიხარულის მომგვრელია ის, რასაც თქვენ აკეთებთ უნგრეთში. პატივს ვცემ ამ დიდებულ ადამიანს - ვიქტორ ორბანს. მან დიდებული საქმე გააკეთა და ძალიან განსაკუთრებული ადამიანია. დიდი პატივისცემა მაქვს როგორც კონსერვატიული პოლიტიკური მოძრაობის, ასევე მისი ხელმძღვანელების მიმართ. დიდი ფასეულობების დამცველია ვიქტორ ორბანი და ეს ორგანიზაციაც არის ძალიან ძლიერი ხმა უნგრეთსა და მსოფლიოში. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო ამ ღონისძიების ფარგლებში“, - განაცხადა ტრამპმა.
ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მთავრობის მეთაური უნგრეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |