სენატორი დეინსი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების განსახილველად დღეს გამართულ შეხვედრას მიესალმება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
18 30 მაისი 2025, 13:25

აშშ-ის კონგრესის სენატორი, სტივ დეინსი დღეს თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა.

„სენატორი დეინსი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების განსახილველად დღეს გამართულ შეხვედრას მიესალმება. სენატორმა დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტი როლი კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და კეთილდღეობის განვითარებაში და მკაფიოდ მოუწოდა საქართველოს მჭიდროდ ითანამშრომლოს ტრამპის ადმინისტრაციასთან საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების განსავითარებლად“, - აღნიშნულია ამერიკელი კანონმდებლის განცხადებაში.

ცნობისთვის აშშ-ის საელჩომ საქართველოში დღეს განაცხადა, რომ თბილისში სენატორი დეინსი ჩამოვიდა, რომელიც მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვლადიმერ პუტინი - კიევის ხელმძღვანელობა ტერორისტული აქტების ორგანიზებაზე გადავიდა, თან საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას და შეხვედრას ითხოვს უმაღლეს დონეზე - ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს ტერორისტებთან?
იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულად აცხადებს გზების ბლოკირებასა და საზოგადოებრივი ქონების დაზიანებას
პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებას მშვიდობა არ სჭირდება
გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს რეზოლუცია თუ ნებისმიერი განცხადება უცხოეთიდან იმაზე მეტყველებს, რომ ეს ხალხი ვითომ პოლიტიკოსებად და „ენჯეოშნიკებად“ წოდებულები ჩამოკიდებული არიან მათ უცხოელ პატრონებზე
უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა ორივე ქვეყნის ლიდერების შეხვედრამდე
არქივი