მამუკა მდინარაძე ნიკა მელიას მიერ მოსამართლისთვის წყლის შესხმაზე: თავისით კი არ შვრებიან ამას?! ეს არის ტრენინგებზე ნასწავლი ილეთები, იმისათვის, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ სხვადასხვა ინსტიტუტების
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 31 მაისი 2025, 13:01
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიერ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისათვის წყლის შესხმის ფაქტს გამოეხმაურა.  

როგორც მან აღნიშნა, ეს არის ტრენინგებზე ნასწავლი ილეთი, იმისათვის, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ სასამართლოსი. 

„კონტექსტია - პოლიციელის სილის გაწვნა, მოსამართლისთვის წყლის შესხმა, თავისით კი არ შვრებიან ამას?! დარწმუნებული ვარ მაგალითად მე პირადად, რომ ეს არის ტრენინგებზე ნასწავლი ილეთები, იმისათვის, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ სხვადასხვა ინსტიტუტების, სასამართლოსი, პოლიციის. ეს შემთხვევით არ ხდება, ეს არის დისკრედიტაციის ნაწილი, რომელიც ისწავლება აკერმანის სახელმძღვანელოებში, ისწავლება სხვადასხვა სახელმძღვანელოებში, რომლითაც ისინი ცდილობენ მაიდნების მოწყობას, რაც საქართველოში საბედნიეროდ არ გამოსდით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Reuters: ტრამპის მიერ გაორმაგებული ტარიფები ალუმინსა და ფოლადზე ძალაში შევიდა
მარტა კოსი: საქართველოსთან მოლაპარაკებები ევროპულმა საბჭომ შეაჩერა
ჩემთვის წმინდა გიორგის ორდენზე წარდგენა არის დაფასება იმ უდიდესი შრომის, მიზანდასახულობის, უამრავი გათენებული ღამის, რაც როგორც ფეხბურთელმა გავიარე
სანამ დაიწყებენ წიოკს, ვანო მერაბიშვილის საქმის გამო დააჯილდოვესო, გეტყვით, რომ გიორგი გვარაკიძემ მერაბიშვილის დაჭერის გარდა, უამრავი საქმე გამოიძია, უპატიოსნესია, პროფესიონალი და პატრიოტი
The New York Times: უკრაინა ოპერაციას „ობობას ქსელი“ საიდუმლოდ ამზადებდა, ვინაიდან იცოდა, რომ აშშ წინააღმდეგი იქნებოდა
არქივი