The Telegraph: ევროპა ემზადება, რომ ტრამპი უკრაინას მიატოვეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
74 31 მაისი 2025, 13:55
ევროპელმა ჩინოვნიკებმა სტამბოლში რუსულ-უკრაინულ მოლაპარაკებებამდე რამდენიმე დღით ადრე ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში შეხვედრა გამართეს და განიხილეს საკითხი, თუ როგორ დაუჭირონ მხარი უკრაინას აშშ-ის ჩართულობის გარეშე. სტატიას ამ შინაარსით The Telegraph-ი ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, ბრიტანელმა და ფრანგმა ჩინოვნიკებმა, რომლებიც უკრაინაში მშვიდობისმყოფელების განთავსების გეგმას ამუშავებენ, ჰააგაში დაუშვეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოსკოვსა და კიევს შორის კონფლიქტის დარეგულირებაზე უარს იტყვის და უკრაინას „მიატოვებს“.

ორივე ქვეყნის წარმომადგენელი შეთანხმდა, რომ ევროპული ჯარების გაგზავნიდან, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს გააკონტროლებდნენ, აუცილებელია ყურადღების გადატანა უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერაზე ამერიკის გარეშე.

„მოდით, ვიყოთ რეალისტები და ვაღიაროთ, რომ აშშ ჩვენთან ერთ ნავში არ იქნება“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა დასავლელმა ჩინოვნიკმა. ხოლო მეორე წყარო The Telegraph-ს უყვება, რომ „საუბარია ძირითადად იმაზე, თუ როგორ შენარჩუნდეს უკრაინის მხარდაჭერა“ იმის გათვალისწინებით, რომ ვაშინგტონი ამ საკითხში მხოლოდ სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემით შემოიფარგლება.

„ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება აუცილებელია“, - დასძინა ერთ-ერთმა წყარომ.
.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი