მთაწმინდის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სულხან-საბას სახელობის სკვერში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
71 01 ივნისი 2025, 18:47
მთაწმინდის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სულხან-საბას სახელობის სკვერში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიების ფარგლებში,  რაიონში მცხოვრები პატარებისთვის გასართობი და საგანმანათლებლო სივრცეები მოეწყო.

სამი საათის განმავლობაში ბავშვები სხვადასხვა აქტივობით დაკავდნენ. ღონისძიების ფარგლებში, პატარებისთვის მოეწყო  მინი გოლფის კუთხე, ბატუტები, ჩატარდა ილუზიონისტის შოუ და დრამერების მსვლელობა. გარდა ამისა, ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თაბაშირისგან დამზადებული ანიმაციური ფილმების პერსონაჟები მოეხატათ და დაემზადებინათ სამკაულები. 
მათ განწყობაზე ანიმატორებმა და  ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. 

ღონისძიებას მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურა აბაშიძესთან და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად დაესწრო.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი