ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის დელეგაციას სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებზე რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
67 01 ივნისი 2025, 20:18

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დელეგაცია სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით გაემგზავრება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაურმა შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის, უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობასთან და ასევე ორშაბათს სტამბოლში დაგეგმილ შეხვედრამდე პოზიციები განსაზღვრა.

„პირველი, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. მეორე, ტყვეების გათავისუფლება. მესამე, გატაცებული ბავშვების დაბრუნება. საიმედო და მდგრადი მშვიდობის დამყარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, მზადება უმაღლესი დონის შეხვედრისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახალხო დამცველი - მივესალმებით განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის საგამონაკლისო წესის კანონმდებლობაში ასახვასთან დაკავშირებით
მამუკა ხაზარაძის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 23 ივნისს გამოაცხადებს
გიორგი კახიანი „საფარის“ არქივის განადგურებაზე: როდესაც ამბობ, რომ განადგურდა გარკვეული ინფორმაცია, ეს რა თქმა უნდა დამატებით კითხვებს აჩენს, რომ რაღაც დასამალი იყო როგორც ჩანს იმ ორგანიზაციის შიგნით
პაველ ჰერჩინსკი - სოლიდარობა მზია ამაღლობელს და „ბათუმელებს“, მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთში ჩავიდა
არქივი