გიორგი ვოლსკი: ხალხმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილს არასოდეს თავისი პირადი ინტერესი არ დაუყენებია სახელმწიფო ინტერესზე მაღლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 01 ივნისი 2025, 23:14

როდესაც საელჩო - წინა ელჩი, ახლანდელი ელჩი, გარკვეულ ინტენსიურ მოლაპარაკებებშია ოპოზიციურ ჯგუფებთან, მით უმეტეს ასეთი ექსტრემისტული გამოვლინებების ფონზე, გვაფიქრებინებს, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესებს ჰქონდა ადგილი წინა ადმინისტრაციის დროს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

მან „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაციის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზეც ისაუბრა.

„განცხადება ორაზროვნებას შეიცავს იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ს და საქართველოს შორის არსებობს რაღაც გადაუწყვეტელი პრობლემები და იმ შემთხვევაში, რომ ბიძინა ივანიშვილს დაწესებული აქვს ეს ფორმალური და არაფორმალური აბსოლუტურად უსამართლო სანქციები, ამ ვითარებაში არასერიოზული იქნებოდა ამ თემებზე რაღაც მოლაპარაკებების გამართვა.

ხალხმაც კარგად უნდა იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილს არასოდეს თავისი პირადი ინტერესი არ დაუყენებია სახელმწიფო ინტერესზე მაღლა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

აშშ-ის საელჩო საქართველოში „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაციის შესახებ განცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა. მოგვიანებით, საელჩოს განცხადებას ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესები გაიმართება
ვატო შაქარიშვილი: აშშ-ში თუ ვინმე თავს დაესხმება პოლიციელს, ძაღლებს დააკბენინებენ, მოკლავენ და შემდეგ ახლობლებს შეატყობინებენ სად მიაკითხონ გვამებს. რატომღაც ვერ ვხედავთ ევროკავშირის რეზოლუციებს, კონგრესის და სენატის შეშფოთებებს
ვატო შაქარიშვილი: რეზოლუციის მხარდაჭერით თითოეული ევროპარლამენტარი ხდება სასტიკი დანაშაულების თანამონაწილე და „კოლექტიური როინ შამათავა“, რომელიც იყო ჯალათი და დავალების აღმსრულებელი
არჩილ გორდულაძე თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: როდესაც ადამიანი აგენტია, აგენტს არაფერს ეკითხებიან, აგენტს დავალებას აძლევენ
ვოლოდიმირ ზელენსკი: სასურველია, უკრაინაში ომი დონალდ ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში დასრულდეს
არქივი