უკრაინის უსაფრთხოების სამსახური - რუსეთის აეროდრომებზე თავდასხმის შედეგად განადგურებული სტრატეგიული ავიაციის ღირებულება შვიდ მილიარდ დოლარს შეადგენს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
98 01 ივნისი 2025, 23:16

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ რუსეთის აეროდრომებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად განადგურებული სტრატეგიული ავიაციის ღირებულება შვიდ მილიარდ დოლარს შეადგენს.

„შვიდი მილიარდი აშშ დოლარი – ასეთია მტრის სტრატეგიული ავიაციის სავარაუდო ღირებულება, რომელიც დღეს დაზიანდა უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია „ქსელის“ შედეგად. დაზიანდა რუსეთის ძირითად სამხედრო აეროდრომებზე განლაგებული საკრეისერო რაკეტების მატარებელი სტრატეგიული თვითმფრინავების 34 პროცენტი“, – აღნიშნავენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ სპეცოპერაცია „ქსელის“ დეტალებს მოგვიანებით გაამხელენ.

ცნობისთვის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყა რუსულ აეროდრომებს. გავრცელებული ინფორმაციით, განადგურდა  41 თვითმფრინავი. როგორც უკრაინული მედია წერს, სპეცოპერაცია „ქსელი“ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მზადდებოდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე დააკავეს
მამუკა ხაზარაძე - გუშინ ახალი ბრალდებით დამიბარეს ე.წ. კომისიაზე, თურმე სამშობლოს წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამოძიების საბაბით - დღეს ჩემი და ბადრის სასამართლოა. უკვე ხუთი წელია, მიმდინარეობს ჩვენი დევნა
ისრაელის საჰაერო ძალებმა თეირანში ავიაიერიშები განახორციელეს, რომლის სამიზნეც ირანის ათობით სამხედრო ობიექტი და ბირთვული კვლევის ობიექტი იყო
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურად გენერალ-მაიორი გენადი შაპოვალოვი დანიშნა
გმირთა მოედანზე გზის სავალი ნაწილი და საგზაო ინფრასტრუქტურა მოირეცხა
არქივი