ეგზიტპოლის თანახმად, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მინიმალური უპირატესობით, 50,3 პროცენტით მმართველი პარტიის კანდიდატი რაფალ ტშასკოვსკი იმარჯვებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 02 ივნისი 2025, 00:30

ეგზიტპოლის თანახმად, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მინიმალური უპირატესობით მმართველი პარტიის კანდიდატი, ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი იმარჯვებს. მას ხმათა 50,3 პროცენტი აქვს. Ipsos-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნდა.

მონაცემების თანახმად კაროლ ნავროცკის, რომელსაც მხარს უჭერს მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ ხმათა  49,7 პროცენტი აქვს.

როგორც მედია წერს, კანდიდატებს შორის განსხვავება იმდენად მცირეა, რომ დარწმუნებით ვერ ვიტყვით, ვინ გაიმარჯვებს საბოლოოდ.

ვარშავის მერმა, რაფალ ტშასკოვსკიმ ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა.

„მე ავაშენებ. მე ნამდვილად ყველა პოლონელი ქალისა და კაცის პრეზიდენტი ვიქნები. მე თქვენი პრეზიდენტი ვიქნები. პოლონეთს დიდ, აყვავებულ ქვეყნად ვაქცევთ ყველასთვის. ამას გპირდებით. ამ ლოზუნგს ნამდვილად ღრმა, ღრმა მნიშვნელობა ჰქონდა – მთელი პოლონეთი გაიმარჯვებს და უკვე გაიმარჯვა“, – აღნიშნა ტშასკოვსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესები გაიმართება
ვატო შაქარიშვილი: აშშ-ში თუ ვინმე თავს დაესხმება პოლიციელს, ძაღლებს დააკბენინებენ, მოკლავენ და შემდეგ ახლობლებს შეატყობინებენ სად მიაკითხონ გვამებს. რატომღაც ვერ ვხედავთ ევროკავშირის რეზოლუციებს, კონგრესის და სენატის შეშფოთებებს
ვატო შაქარიშვილი: რეზოლუციის მხარდაჭერით თითოეული ევროპარლამენტარი ხდება სასტიკი დანაშაულების თანამონაწილე და „კოლექტიური როინ შამათავა“, რომელიც იყო ჯალათი და დავალების აღმსრულებელი
არჩილ გორდულაძე თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: როდესაც ადამიანი აგენტია, აგენტს არაფერს ეკითხებიან, აგენტს დავალებას აძლევენ
ვოლოდიმირ ზელენსკი: სასურველია, უკრაინაში ომი დონალდ ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში დასრულდეს
არქივი