თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი სათესლე კარტოფილი განადგურებას დაექვემდებარა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 02 ივნისი 2025, 17:48

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი 48 ტონა სათესლე კარტოფილი იქნა შეჩერებული.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების დროს გამოვლინდა, საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა. კერძოდ, სათესლე კარტოფილის პარტიებს არ გააჩნდა ჯიშების იდენტიფიცირებისათვის საჭირო შესაბამისი ეტიკეტები, ტუბერებზე აღენიშნებოდა ობისა და ლპობის ნიშნები და ასევე, დასაშვებზე მეტი რაოდენობის ნიადაგი.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი დაექვემდებარა განადგურებას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე დააკავეს
მამუკა ხაზარაძე - გუშინ ახალი ბრალდებით დამიბარეს ე.წ. კომისიაზე, თურმე სამშობლოს წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამოძიების საბაბით - დღეს ჩემი და ბადრის სასამართლოა. უკვე ხუთი წელია, მიმდინარეობს ჩვენი დევნა
ისრაელის საჰაერო ძალებმა თეირანში ავიაიერიშები განახორციელეს, რომლის სამიზნეც ირანის ათობით სამხედრო ობიექტი და ბირთვული კვლევის ობიექტი იყო
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურად გენერალ-მაიორი გენადი შაპოვალოვი დანიშნა
გმირთა მოედანზე გზის სავალი ნაწილი და საგზაო ინფრასტრუქტურა მოირეცხა
არქივი