ნიკა გვარამია - არჩევნების ბოიკოტის მთავარ საფუძვლად პოლიტპატიმრების თავისუფლების მოხმობა არასწორია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
125 02 ივნისი 2025, 20:18

როგორც კი პოლიტპატიმრების გათავისუფლება, როგორც მთავარი პრიორიტეტი გამოკრისტალდება, ზუსტად მაგას დააკმაყოფილებს ივანიშვილი: გაუშვებს ტყვეებს და შეგვათრევს ქვეყნის დამღუპველ წინასწარ გაყალბებულ არჩევნებში, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

გვარამიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებს მოიგებს და „უკანა რიცხვით საპარლამენტო არჩევნებსაც "გაიპრავებს" და ლეგიტიმაციას მოიპოვებს შინ და გარეთ“.

„თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის მთავარ საფუძვლად პოლიტპატიმრების თავისუფლების მოხმობა არასწორია. მესმის, რომ ღია ჭრილობაა და ადამიანურად ყველაზე აუტანელი. მაგრამ არც პრაგმატულად და არც ფასეულობითად, არაა ამ არგუმენტის მთავარ არგუმენტად ქცევა სწორი.

ფასეულობითად, თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა სამშობლოს ინტერესებს აზიანებს.

პრაგმატულად, როგორც კი პოლიტპატიმრების გათავისუფლება, როგორც მთავარი პრიორიტეტი გამოკრისტალდება, ზუსტად მაგას დააკმაყოფილებს ივანიშვილი: გაუშვებს ტყვეებს და შეგვათრევს ქვეყნის დამღუპველ წინასწარ გაყალბებულ არჩევნებში. ამ არჩევნებსაც მოიგებს და უკანა რიცხვით საპარლამენტო არჩევნებსაც "გაიპრავებს" და ლეგიტიმაციას მოიპოვებს შინ და გარეთ.

ახალი საპარლამენტო არჩევნები ახალი ადმინისტრაციით და სამართლიანი თამაშის წესებით; პოლიტპატიმრების გათავისუფლება; გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიღებული ანტიდემოკრატიული კანონების გაუქმება“, - წერს ნიკა გვარამია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თენგიზ შარმანაშვილი: 2017 წელს კონსტიტუციაშიც დავაკონკრეტეთ რა არის ქორწინება. მაშინ ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს გამოგონილი თემებია, ახლაც საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ეს პრობლემა არ არსებობს - დამტკიცდა, რომ არსებობს
გეკა გელაძემ სამცხე-ჯავახეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ბოლო სხდომას 4 აგვისტოს გამართავს და დასკვნას დაამტკიცებს
შალვა პაპუაშვილი: ხაზარაძე-ჯაფარიძის თაღლითობა სრულად დადასტურებულია - დადასტურდა, რომ ხელისუფლება ყველა ეტაპზე კეთილსინდისიერად იქცეოდა, ხოლო ხაზარაძის მიერ ვითომ დაზარალებულის მანტიით „ლელოს“ დაარსება მისი თაღლითური გეგმის ნაწილი იყო
გიორგი გამსახურდია: ვერ შექმნიან ამაღლობელისა და დათაშვილისგან ნაზი შამანაურს, ისევე როგორც ვერ შეიქმნება მიშასგან ზვიადი და კრიმინალი ჟორიკასაგან მერაბი
არქივი