თეთრის სახლის სპიკერი: ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს „საჭიროების შემთხვევაში“ გამოიყენებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
102 04 ივნისი 2025, 10:58
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აქვს შემონახული, როგორც ინსტრუმენტი, რათა ისინი „საჭიროების შემთხვევაში“ გამოიყენოს, - განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა, კაროლინ ლევიტმა.

„პრეზიდენტს საკუთარი პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით ადრე დაუფიქსირებია. მას ის შეგნებულად ჰქონდა გადანახული, რათა საჭიროების შემთხვევაში გამოეყენებინა. ვფიქრობ, სენატსა და კაპიტოლიუმში ამას პატივს სცემენ. პრეზიდენტი მთავარსარდალი ტყუილად არ არის“, - თქვა ლევიტმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე პირდაპირი მოლაპარაკებები ტრამპის ადმინისტრაციის დიდი მიღწევაა, და ის მზადაა გამოიყენოს შეზღუდვები, თუ ამის საჭიროება დადგება.

„მოგეხსენებათ, რომ გუშინწინ რუსეთმა და უკრაინამ პირდაპირი მოლაპარაკებები გამართეს. მინდა ყველას შევახსენო, თუ რა შორს წავედით უკანასკნელი ოთხი თვის მანძილზე. ვგულისხმობ იმას, რომ შარშან წარმოუდგენელი იყო, რომ რუსეთი და უკრაინა პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავდნენ. შესაბამისად, პრეზიდენტის გამბედაობისა და დაჟინებული მოთხოვნების წყალობით აღნიშნული ქვეყნები მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ“, - აღნიშნა ლევიტმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ბოლო სხდომას 4 აგვისტოს გამართავს და დასკვნას დაამტკიცებს
შალვა პაპუაშვილი: ხაზარაძე-ჯაფარიძის თაღლითობა სრულად დადასტურებულია - დადასტურდა, რომ ხელისუფლება ყველა ეტაპზე კეთილსინდისიერად იქცეოდა, ხოლო ხაზარაძის მიერ ვითომ დაზარალებულის მანტიით „ლელოს“ დაარსება მისი თაღლითური გეგმის ნაწილი იყო
გიორგი გამსახურდია: ვერ შექმნიან ამაღლობელისა და დათაშვილისგან ნაზი შამანაურს, ისევე როგორც ვერ შეიქმნება მიშასგან ზვიადი და კრიმინალი ჟორიკასაგან მერაბი
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პატრიარქს: გულითადად გილოცავთ ანგელოზის დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და მრავალჟამიერ სიცოცხლეს, რათა კიდევ დიდხანს გეწინამძღვროთ და გეღვაწოთ
გიორგი კალანდარიშვილი 4 ოქტომბრის არჩევნებზე: არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს
არქივი