ენათმეცნიერი გიორგი გოგოლაშვილი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე - ყველა უნივერსიტეტელი გამოიყენა ლომაიამ ჩვენს წინააღმდეგ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 04 ივნისი 2025, 12:13
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც განსახილველი საკითხია საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის ფაქტები ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ენათმეცნიერმა, გიორგი გოგოლაშვილმა ისაუბრა.

გიორგი გოგოლაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აკადემიკოსთა და მეცნიერთა წინააღმდეგ რამდენიმე ფრონტ ჰქონდათ გახსნილი, მათ შორის იყვნენ პოეტი რატი ამაღლობელი და მისი თაობის სხვა ცნობილი ახალგაზრდები, რომლებიც ლომაიამ მათ წინააღმდეგ გამოიყენა.

„27 სექტემბერს საბჭომ განიხილა „კანონი უმაღლესი განათლების შესახებ“ 3 საათიანი სხდომა იყო და მკვეთრად უარყოფითი დასკვნა გაკეთდა, რომ ასეთი კანონი დაღუპავს უმაღლეს განათლებას. მივმართეთ პარლამენტსაც და პრეზიდენტს ცალკე გაეგზავნა წერილი, ეს არის 27 სექტემბერი. ამას მოჰყვა შტურმი უნივერსიტეტზე, 28 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილის პირდაპირი ჩართვა გაკეთდა დილის საინფორმაციო საშუალებებში და დაიწყო უნივერსიტეტის ლანძღვა „წითელი პროფესორები“, „კორუმპირებულები“, „ჩარეცხილი“ შემდეგ ჩაემატა ამ ლექსიკას და ა.შ. რომ "ჩვენ არ გვინდა პროგრესი, ჩვენ არ გვინდა რეფორმა", აი ასეთი განწყობით.

მეორე ფრონტი გახსნა მინისტრმა ლომაიამ. ის ყოველ გამოსვლაში ხმარობს ტერმინებს: „უსირცხვილო, უსინდისო, კორუმპირებულები“ პირდაპირ ეს სიტყვები ისმის ჩვენს მიმართ და რატომ იმიტომ რომ, ჩვენ წინააღმდეგი ვართ რეფორმის.

მესამე ფრონტი თუ შეიძლება ფრონტი ასე ითქვას, სამინისტროში მაშინ იყო, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პოეტი რატი ამაღლობელი ხელმძღვანელობდა, იმ დღესვე გამოდის რატი ამაღლობელი, მას გვერდში უდგანან, ზურგს უმაგრებენ მისი თაობის ცნობილი ახალგაზრდები: ლაშა ბუღაზე, ლაშა ბაქრაძე, ზაალ სამადაშვილი და ვიღაცები, რომ უნივერსიტეტი წინააღმდეგია რეფორმის, ჩატარდა სხდომა, დაიწუნეს კანონპროექტი და არცერთი კონკრეტული წინადადება არ თქმულა ამ განხილვაზე. სხვათა შორის, განხილვის შედეგები გაზეთში დაიბეჭდა, შევხვდით ჩვენ სამინისტროში, ეს გაზეთი დავუდე მე წინ რატი ამაღლობელს და მე ვუთხარი, აი ეს არის ის. სხვათა შორის ყველა უნივერსიტეტელი გამოიყენა ლომაიამ ჩვენს წინააღმდეგ: რატი ამაღლობელი, გიგი თევზაძე, სიმონ ჯანაშია და ა.შ. რომ მათ ებრძოლათ ჩვენს წინააღმდეგ“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე ლაშა ცანავაზე: თუ ვიღაც მოიპარავს სავარაუდოდ ასეულობით მილიონს, ვიღაცა ვიღაცას მოატყუებს, ან არ მოატყუებს და აიღებს ფულს იმაში, რომ ბინადრობის უფლება დაულაგოს, ნებისმიერს შეუძლია თქვას, რომ არის პოლიტპატიმარი
მამუკა მდინარაძე: თურქეთში თორნიკე რიჟვაძე არ მომინახულებია - ეს არის აგენტების მიერ მოგონილი ტყუილი
ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე ძალადობდა ყველა დასასჯელია, მაგრამ არ შეიძლება, ვიმოქმედოთ ორმაგი სტანდარტებით, სადაც პირდაპირი მტკიცებულებაა იმაზე, რომ კონკრეტული მომიტინგე ძალადობდა, იმას ნუ დავუძახებთ მაშინ პოლიტიკურ დევნილს
მამუკა მდინარაძე: საქართველოში კრიმინალებმა როგორი რაღაც ისწავლეს ახლა იცით? იპარავენ ასეულობით მილიონს, მილიარდსაც შეიძლება, მერე ჯდებიან „დიფ სთეითურ“ ნარატივში და ამბობენ „რუსული“ და ანტიდასავლური განწყობების გამო მიჭერენო
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: რამხელა შიში აქვთ, რომ სიტყვა დამხობასთან ერთად ამბობენ მშვიდობიანს. ან დამხობის მნიშვნელობა არ იციან და ინტელექტი არ ჰყოფნით, ან რაღაც სულელურ დაზღვევასთან გვაქვს საქმე
არქივი