The New York Times: უკრაინა ოპერაციას „ობობას ქსელი“ საიდუმლოდ ამზადებდა, ვინაიდან იცოდა, რომ აშშ წინააღმდეგი იქნებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
76 04 ივნისი 2025, 13:14
უკრაინის ხელისუფლება ოპერაციას „ობობას ქსელი“, რა დროსაც რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენები განადგურდა, საიდუმლო რეჟიმში ამზადებდა, ვინაიდან იცოდა, რომ აშშ ამის წინააღმდეგი იქნებოდა. ინფორმაციას The New York Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკელი ოფიციალური პირებისა და სამხედროების განცხადებით, უკრაინა, რომელმაც რუსეთის სიღრმეში აეროდრომებს უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხა, XXI საუკუნეში ომის მართვის სტრატეგიას ცვლის.

ამერიკელმა ჩინოვნიკებმა გამოცემას დაუდასტურეს, რომ უკრაინას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია წინასწარ არ გაუფრთხილებია. როგორც The New York Times-ი აღნიშნავს, ოპერაციის საიდუმლოება ამერიკელი ჩინოვნიკებისთვის უჩვეულო არ არის, რადგან ნებისმიერი ინფორმაციის გაჟონვა მასში ჩართული ადამიანების სიცოცხლეს შეუქმნიდა საფრთხეს.

როგორც The New York Times-ი წერს, უკრაინა ყოველთვის ზრუნავდა ოპერატიულ უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციის ჩინოვნიკებმა Signal-ის ჩატში იემენელ „ჰუსიტებზე“ თავდასხმის დეტალები გაახმოვანეს. გარდა ამისა, დღეს უკრაინა და აშშ რუსეთზე დარტყმებს ერთობლივად არ გეგმავენ.

ამერიკელმა ჩინოვნიკებმა, აგრეთვე აღნიშნეს, რომ უკრაინელებს ესმოდათ, რომ რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენები ამერიკისთვის აკრძალული მიზანი იყო.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სომხეთის პრემიერის ოფისის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს სატელეფონო საუბრისას ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები გააცნო
დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის განთავსების ბრძანება გასცა - დედაქალაქი კრიმინალებმა, ნარკოტიკებით გაბრუებულმა მანიაკებმა, უსახლკაროებმა ჩაიგდეს ხელში, ამას აღარ დავუშვებთ
დონალდ ტრამპი - კარგი ურთიერთობა მაქვს ზელენსკისთან, მაგრამ არ ვეთანხმები, რაც გააკეთა, ეს ომი არ უნდა მომხდარიყო, შემდეგი შეხვედრა ზელნესკისა და პუტინს შორის იქნება, მეც იქ ვიქნები, თუ ენდომებათ
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინთან ვისაუბრებ და ვეტყვი, რომ ეს ომი უნდა დაასრულოს. მის ქვეყანაში ჩვენი ჩასვლის ნაცვლად, რუსეთის პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის
ნიკოლ ფაშინიანმა ირანის პრეზიდენტს ვაშინგტონის მოლაპარაკებების შედეგები გააცნო
არქივი