ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, რუსულ ავიაბაზებზე უკრაინული დრონების შეტევამ ომის ესკალაციის რისკები გაზარდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
149 04 ივნისი 2025, 15:57
უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის თქმით, რუსულ ავიაბაზებზე უკრაინული დრონების შეტევამ ომის ესკალაციის რისკები გაზარდა.

მისი თქმით, მართალია ოპერაციამ რუსეთის იმიჯს ზიანი მიაყენა, თუმცა ძნელია მოსკოვის საპასუხო ნაბიჯების პროგნოზირება. კელოგის თქმით, პრეზიდენტ ტრამპის მიზანი კი , ვითარების ესკალაციის თავიდან არიდება და ომის დასრულებაა.

„როცა ბირთვული ტრიადის კომპონენტზე მიგაქვს იერიში, ეს ესკალაციის რისკს ზრდის, რადგან არ იცი მეორე მხარე საპასუხოდ რას მოიმოქმედებს. ეროვნული უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებს ეს კარგად ესმით. ბირთვული შეიარაღების ორ კომპონენტზე თავდასხმა გაბედული ქმედებაა. მან რუსეთის იმიჯი დააზიანა, მაგრამ რისკები გაზარდა. ეს კი ისაა, რის თავიდან არიდება ჩვენ ვცდილობთ“, - თქვა კელოგმა Fox News-თან ინტერვიუს დროს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
300 ადამიანი დარჩა და აქციებზე წინ და უკან დაეხეტებიან, ხალხის მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ, განულებულები და წარუმატებლები არიან და ამიტომ ერჩიან წარმატებულ ხალხს, მათ შორის ჩვენს ფეხბურთელებს
უკრაინამ რუსეთისგან ათასი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა
ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ძალიან დინამიურად ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა სფეროში
ვაჰაგნ ხაჩატურიანი ირაკლი კობახიძეს: ჩვენი ერთობლივი სურვილია, რეგიონში იყოს მშვიდობა. ვფიქრობ, მოსახლეობა საქართველოშიც და სომხეთშიც დააფასებს მთავრობების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისკენ
არქივი