,,ზრუნვა + ‘’ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ექსკლუზიური შეთავაზება მხოლოდ ლიბერთი ბანკის მომხმარებლებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
139 04 ივნისი 2025, 16:17
მხოლოდ ლიბერთი ბანკის მომხმარებლებს

ჯიპიაი ჰოლდინგსა“ და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, მხოლოდ ლიბერთი ბანკის მომხმარებლები ისარგებლებენ სპეციალურად შექმნილი  ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით - ,,ზრუნვა +’’ 
აღნიშნული შეთავაზება აერთიანებს როგორც ჯანმრთელობის სერვისებს, ისე სიცოცხლის დაზღვევას, უბედური შემთხვევისაგან დაზღვევას და კიბოს რისკისგან დაზღვევას. 

„მოხარულები ვართ, რომ ლიბერთი ბანკთან ჩვენი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, კოლაბორაციის ფარგლებში ქართულ ბაზარზე შემოვიტანეთ  ხელმისაწვდომი და ამასთანავე საზოგადოებისთვის საჭირო ერთობლივი პროდუქტები. ჩვენი პრიორიტეტია, ხელი შევუწყოთ სადაზღვევო სისტემაში მეტი მოქალაქის ჩართვას. ამ მიმართულებით, ლიბერთი ბანკთან პარტნიორობა ძალიან  მნიშვნელოვანია. გვსურს, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ და ექსკლუზიურად,  ლიბერთი ბანკის   მომხმარებლებს შევთავაზოთ  პროდუქტი, რომელიც ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობას კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდის ხელმისაწვდომს. რადგან, ბევრს არ მიუწვდება ხელი მაღალი დონის ჯანმრთელობის დაზღვევაზე, ამ ერთობლივი პროექტით, ლიბერთის მომხმარებლები, მინიმალურ ფასად შეძლებენ იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ჩვენი პარტნიორობა გაგრძელდება და  კიდევ ბევრ სიახლეს და ინოვაციურ პროდუქტს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს“- გურამ მუსხელიშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გაყიდვების დირექტორი.

,,ლიბერთი აგრძელებს უნივერსალიზაციის სტრატეგიას და მომხმარებელზე ორიენტირებული საბანკო პროდუქტების შეთავაზებას. ამასთანავე, პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ჩვენს მომხმარებელზე ზრუნვა და სწორედ ამ მიზნით, ჯიპიასთან თანამშრომლობით შეიქმნა  ახალი, ინოვაციური, სადაზღვევო პროდუქტი.

ლიბერთი ბანკმა შეისწავლა მომხმარებლების საჭიროებები  და ჩვენს პარტნიორებთან  ერთობლივი მუშაობით, სწორედ მომხმარებლებზე ორიენტირებული და ბაზარზე, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეთავაზება ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი - ,,ზრუნვა +“ შეიქმნა.

“ეს არის ერთი ფანჯრის პრინციპზე აგებული სერვისი, რომელიც  ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით. დღეიდან ლიბერთის მომხმარებლები, მიიღებენ უფასო მომსახურებას ოჯახის ექიმთან, ფასდაკლებებს ლაბორატორიულ და დიაგნოსტიკურ კვლევებზე, ასევე დამატებით შეღავათებს სტომატოლოგიურ მომსახურებასა და სააფთიაქო ქსელებში. ვიმედოვნებთ,  ჩვენი მომხმარებლები, საბანკო სერვისებთან ერთად, სამედიცინო სერვისებით,  კიდევ უფრო მარტივად, ხელმისაწვდომად და ხარისხიანად ისარგებლებენ”- ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ბოლო სხდომას 4 აგვისტოს გამართავს და დასკვნას დაამტკიცებს
შალვა პაპუაშვილი: ხაზარაძე-ჯაფარიძის თაღლითობა სრულად დადასტურებულია - დადასტურდა, რომ ხელისუფლება ყველა ეტაპზე კეთილსინდისიერად იქცეოდა, ხოლო ხაზარაძის მიერ ვითომ დაზარალებულის მანტიით „ლელოს“ დაარსება მისი თაღლითური გეგმის ნაწილი იყო
გიორგი გამსახურდია: ვერ შექმნიან ამაღლობელისა და დათაშვილისგან ნაზი შამანაურს, ისევე როგორც ვერ შეიქმნება მიშასგან ზვიადი და კრიმინალი ჟორიკასაგან მერაბი
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პატრიარქს: გულითადად გილოცავთ ანგელოზის დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და მრავალჟამიერ სიცოცხლეს, რათა კიდევ დიდხანს გეწინამძღვროთ და გეღვაწოთ
გიორგი კალანდარიშვილი 4 ოქტომბრის არჩევნებზე: არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს
არქივი