ევროპარლამენტმა ოპოზიციას თითი დაუქნია და არჩევნებში მონაწილეობის მიღება დაავალდებულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
96 04 ივნისი 2025, 16:27
ევროპარლამენტმა ოპოზიციას თითი დაუქნია და არჩევნებში მონაწილეობის მიღება დაავალდებულა. დასავლელმა პატრონებმა ქართულ ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის ნება დართო, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ გავრცელებული რელიზი ნათელი და მკაფიოა, შესაბამისად, დამარცხებული მხარე ვალდებულია, 2024წლის არჩევნების შედეგები აღიაროს და 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყოს.

„ევროპარლამენტმა ოპოზიციას თითი დაუქნია და არჩევნებში მონაწილეობის მიღება დაავალდებულა. დასავლელმა პატრონებმა ქართულ ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის ნება დართო, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, რომელიც აღნიშნულ შეთავაზებას საწყის ეტაპზე უარყოფს, შემდგომ კი არჩევნებში მონაწილეობას დათანხმდება.

ევროპარლამენტის მიერ დღეს გავრცელებული რელიზი, მრავლისმთქმელი და მკაფიოა, ის არჩევნებში ჩართულ მხარეებს, არჩევნების, როგორც შესაძლებლობის გამოყენებისკენ მოუწოდებს. აღნიშნული რელიზის გავრცელების შემდეგ ნათელი ხდება, რომ 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს, დამარცხებული მხარე ვალდებულია 2024წლის არჩევნების შედეგები აღიაროს და 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყოს!“, - წერს დავით ჩიხელიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ბოლო სხდომას 4 აგვისტოს გამართავს და დასკვნას დაამტკიცებს
შალვა პაპუაშვილი: ხაზარაძე-ჯაფარიძის თაღლითობა სრულად დადასტურებულია - დადასტურდა, რომ ხელისუფლება ყველა ეტაპზე კეთილსინდისიერად იქცეოდა, ხოლო ხაზარაძის მიერ ვითომ დაზარალებულის მანტიით „ლელოს“ დაარსება მისი თაღლითური გეგმის ნაწილი იყო
გიორგი გამსახურდია: ვერ შექმნიან ამაღლობელისა და დათაშვილისგან ნაზი შამანაურს, ისევე როგორც ვერ შეიქმნება მიშასგან ზვიადი და კრიმინალი ჟორიკასაგან მერაბი
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პატრიარქს: გულითადად გილოცავთ ანგელოზის დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და მრავალჟამიერ სიცოცხლეს, რათა კიდევ დიდხანს გეწინამძღვროთ და გეღვაწოთ
გიორგი კალანდარიშვილი 4 ოქტომბრის არჩევნებზე: არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს
არქივი